მოდით ვაღიაროთ, რაც უფრო ვიზრდებით, მით უფრო გვიჭირს მეგობრების შეძენა… ეს ბუნებრივი ამბავია, მიუხედავად იმისა, დისტანციურად მუშაობთ თუ ოფისიდან. მეგობრობის შენარჩუნებასაც სჭირდება ძალისხმევა, მაგრამ ამად ნამდვილად ღირს. კვლევების თანახმად, მეგობარს შეუძლია, უკეთეს თანამშრომლად, მეტად შემოქმედებით და პროდუქტიულ დასაქმებულად გაქციოთ, რომელიც თავისი პროფესიული ცხოვრებით ბედნიერია.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დღეს ადამიანები დროის უმეტესობას მუშაობას უთმობენ და, რა თქმა უნდა, მეტად სახალისოა ამ პროცესში სხვებთან თანამშრომლობა… მაგრამ როგორ უნდა დაამყაროთ ურთიერთობები თანამშრომლებთან ან თანამოაზრეებთან თქვენს ინდუსტრიაში?
ის, რასაც ახლა გეტყვით, ძალიან მარტივად კი ჟღერს, მაგრამ კარგი ურთიერთობებისთვის უბრალოდ სურვილიც კმარა, ეს მსგავს სიტუაციებში მოხვედრისკენაც გვიბიძგებს. პროფესორი არტ მარკმენის თქმით, „თუ ბევრი მეგობრების ყოლას არ ხართ მიჩვეული, თქვენს თავს უნდა შეახსენოთ, რომ ჩაერთოთ მსგავს სიტუაციებში. გამოყავით დრო კალენდარში სატელეფონო ზარებისთვის ან შეადგინეთ გეგმა, რათა ყავა დალიოთ“…
ნურც სხვებს დაელოდებით, პირველი ნაბიჯი თავად გადადგით. ხოლო, თუ რაღაც აქტივობის ან უბრალოდ ყავის დალევის დროს მოვლენები კარგად განვითარდება, პროაქტიულად მიჰყევით მას და ეცადეთ, ჯანსაღი კავშირები დაამყაროთ. ბუნებრივია, ეს ყველა კოლეგასთან ურთიერთობას არ გულისხმობს, მაგრამ თუ მუდმივად ეცდებით, დაამყაროთ კავშირები თქვენთვის სასურველ თანამშრომლებთან, აუცილებლად გამოგივათ.