10
Mar
2017

ნამდვილი სამხედრო ვიდეო თამაში “A New Dawn”, რეალური სიტუაციებით

10 Mar 2017



ვიდეო თამაშებით და მობილური აპლიკაციებით ბრძოლა, მტრების განადგურება ბევრისთვის მარტივი და სახალისოა. თუმცა, როგორია სინამდვილეში საომარი მოქმედებები და რეალური იარაღი, ცოტამ თუ იცის. ირლანდიურმა სამხედრო ძალებმა, სააგენტო ROTHCO–სთან ერთად, წამოიწყო კამპანია, რომლის მიზანია უფრო მეტი ახალგაზრდა ჩართოს ქვეყნის თავდაცვის საკითხებში. პირველ ეტაპზე, შეიქმნა ვიდეო თამაში “A New Dawn”, რომელიც სხვებისგან განსხვავებით რეალურია და ნამდვილად აძლევს მომხმარებელს გარკვეულ სამხედრო გამოცდილებას. თამაშში ნამდვილი სიტუაციებია ნაჩვენები და მოთამაშემ სწორად უნდა განსაზღვროს ყველა ნაბიჯი თუ მოქმედება, ამგვარად მას უვითარდება სტრატეგიული ალღო და უფრო გარკვეული ხდება მსგავს შემთხვევებში. ერთობლივი პროექტის ფარგლებში, უკვე მომზადდა თამაშისთვის სარეკლამო ვიდეორგოლიც.

 

განხილვა