ციფრული ეკოსისტემა დღეს ნებისმიერ ბიზნესს ჰაერივით სჭირდება. საქართველოში ერთ-ერთი კომპანია, რომელიც ამ გარემოს აქტიურად აყალიბებს, არის Namespace, ციფრული სერვისების სივრცე. ის აერთიანებს ყველაფერს, რაც ონლაინ თქვენი ბრენდის არსებობას განაპირობებს. დომენისა და ჰოსტინგის რეგისტრაციიდან ელფოსტამდე, გადახდებიდან WordPress-ის მომსახურებამდე – Namespace ცდილობს, ბიზნესებს გაუმარტივოს ციფრული ტრანსფორმაციის პროცესი.
სერვისების მრავალფეროვნების უკან დგას ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე გამოცდილი გუნდი, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ ნერგავს ახალ სტანდარტებს. კომპანიის მიზანი არა მხოლოდ მომსახურების გაწევა, არამედ ისეთი გარემოს შექმნაა, სადაც ქართულ კომპანიებს, დეველოპერებსა და მარკეტერებს ხელმისაწვდომობა ექნებათ საჭირო ინსტრუმენტებზე, მხარდაჭერასა და ცოდნაზე. ამ პროცესის ნაწილია როგორც ახალი პროდუქტები, როგორიცაა FLink, ისე Namespace-ის სხვა აქტივობები: საინფორმაციო ბლოგპოსტები, WordPress-ის კომუნის გაძლიერება, Meetup-ებისა და თემატური ჯგუფების მხარდაჭერა.
Namespace ქართული ბაზრის აქტიური მოთამაშე 2018 წლიდან არის, თუმცა ის მიღწეულით არ კმაყოფილდება და აქცენტებს სამომავლო გეგმებზე აკეთებს. იგი არ ღალატობს თავის მთავარ პრინციპებს: ინოვაცია, სანდოობა, მომხმარებელზე ზრუნვა.
ნინო ხვედიანელი გუნდში ზრდისა და ოპერაციების კოორდინატორია. ის გვესაუბრა Namespace-ის იდეაზე, ყოველდღიურ საქმიანობასა და მომავლის გეგმებზე.
M: მოდი, რამდენიმე სიტყვით გავიხსენოთ, როგორ შემოვიდა ბაზარზე პირველად Namespace, რას ემყარებოდა მისი დაარსების იდეა?
Namespace-ის დაფუძნება უკავშირდებოდა ბაზარზე მიმდინარე ცვლილებებს, რა დროსაც გაჩნდა დომენების აკრედიტირებული რეგისტრატორები.
ჩვენს გუნდს ტექნოლოგიებში დიდი გამოცდილება ჰქონდა, ამიტომ დავიწყეთ არა მხოლოდ დომენების რეგისტრაცია, არამედ ისეთი ინოვაციური პროდუქტების მიწოდებაც, როგორებიცაა: დომენების მარკეტი, სერვისები „დაიქირავე აგენტი” და „ჩაუსაფრდი”, DNS-ის უფასო მართვა და სხვა. ერთი სიტყვით, პროცესები, რომლებიც მანამდე მომხმარებელს რთულად ეჩვენებოდა, გავამარტივეთ, ერთ სივრცეში მოვაქციეთ და ერთ სერვისად შევკარით.
M: დღეს Namespace პოზიციონირებს, როგორც პირველი სრულად ქართული ციფრული ეკოსისტემა. რას ნიშნავს ეს სიტყვები პრაქტიკაში?
დღესდღეობით 21 კომპანია ვართ ამ სფეროში ჩართული, უბრალოდ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ბაზრის წილის ერთ-ერთი უდიდესი მოთამაშეები ვართ. დომენების სერვისის გარდა, მომხმარებლებს ვაწვდით სხვადასხვა ციფრულ ხელსაწყოს, რომელიც ბიზნესს ეხმარება ციფრულ სამყაროში ეფექტიანი პოზიციონირებისთვის. ესენია: WP Care, ჰოსტინგი, Google workspace, პრემიუმპლაგინები, e-commerce-ის ხელსაწყოები. გვაქვს, ასევე, ლიცენზიების სრული პაკეტი, ტექნიკური მხარდაჭერა და WP Expert სერვისი, რომელიც მორგებულია კომპლექსური გადაწყვეტების დროს წარმოქმნილი გამოწვევების გადალახვაზე.

ასევე, Namespace არის WordPress Tbilisi Meetup-ის ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი, სპონსორი, რითაც ქართულ ტექნოლოგიურ ბაზარზე ცოდნის გაზიარებას ვუწყობთ ხელს.
M: ინოვაცია, სანდოობა და მომხმარებელზე ზრუნვა – როგორ მიმდინარეობს ამ ღირებულებების განხორციელება ყოველდღიურ საქმიანობაში?
დიახ, ეს ღირებულებები ჩვენთან პირდაპირ კავშირშია იმ სერვისთან, რასაც მომხმარებელს ვაწვდით. ინოვაციურობა ნიშნავს იმას, რომ პროდუქტების სერიით, ქართულ ბაზარზე თითქმის ყოველთვის პირველები ვართ ხოლმე და საქართველოში ვნერგავთ საერთაშორისო გამოცდილებებს, რომელსაც ჩვენი გუნდი იღებს სხვადასხვა პროექტზე მუშაობით.
რაც შეეხება სანდოობასა და მომხმარებელზე ზრუნვას, ამ ღირებულებებსაც ჩვენი პროდუქტების კრებული ამართლებს, რადგან თითოეული მათგანი – პირველი დღიდან დღემდე, ფოკუსირებული იყო მომხმარებლის საქმიანობის გამარტივებაზე.
მაგალითად, WordPress Care-ით ვეუბნებით ბიზნესებს, რომ შეუძლიათ მშვიდად მიხედონ თავიანთ საქმეს, ხოლო ჩვენ ტექნიკურად დავუჭერთ მხარს. გარდა ამისა, უზრუნველვყოფთ ჩვენი კლიენტების დისტანციურ დახმარებას 24/7-ზე, რაც ასევე იშვიათობაა.
რომ შევაჯამოთ, ჩვენი ღირებულებები არ არის საკომუნიკაციო გზავნილები, ისინი პირდაპირ რეალიზდება პროდუქტებში, რომლებსაც ვქმნით.
M: როგორია Namespace-ის სამომავლო გეგმები?
ჩვენ ვართ ციფრული პროდუქტების სივრცე, რომელიც ახალ სერვისებს აჩენს მომხმარებლის საჭიროებებიდან გამომდინარე. ცოტა ხანში ოფიციალურად დავაანონსებთ იმას, რომ გავხდით Google-ის პარტნიორები, ხოლო ჩვენი ახალი პროდუქტი FLink, პირველად, ქართულ e-commerce ბიზნესებს და დეველოპერებს საშუალებას აძლევს, ერთი კლიკით დააინტეგრირონ ქართული წამყვანი ბანკების გადახდები, განვადებები და განაწილებები.
ზოგადი გეგმები კი ისაა, რომ აქტიურად გავაგრძელოთ მითაფების დასპონსორება, სხვადასხვა კომუნის შექმნა, სადაც გავაზიარებთ ჩვენს გამოცდილებას. ერთ-ერთი ასეთია Facebook ჯგუფი „Wordpress Georgia”, სადაც ჩვენი მოდერატორები უპასუხოდ არცერთ კითხვას არ ტოვებენ.
ჩვენი მთავარი მიზანია, არ ჩამოვრჩეთ მიმდინარე ტექნოლოგიურ ტენდენციებს და ის, რაც საერთაშორისო ბაზარზე ვითარდება, ქართულ რეალობაში პარალელურად შემოვიტანოთ.
[R]









