“მგონი ცუდად მოვიქეცი…” – დამწუხრებული სანტა საკვამურთან ჩამომჯდარა და ფიქრობს: “რა თქმა უნდა, განზრახვა კეთილი მქონდა, თუმცა, ბავშვების დაყოფა დამჯერებად და გაუგონრებად, სწორია? მათ ხომ ისედაც იმდენი საზრუნავი აქვთ, ახლა მეც რომ არ განვსაჯო. ისინი ხომ, უბრალოდ, ბავშვები არიან…” პირველად, ბოლო 1000 წლის მანძილზე, სანტა გაუგონარი ბავშვების განმარტებაზე დაფიქრდა. და არცთუ უსაფუძვლოდ. მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების 50% თოთხმეტი წლის ასაკიდან იწყება. სანტა კი, მოგვიწოდებს, მეტი ყურადღება მივაქციოთ ბავშვებს და საგანგაშო ნიშნები მოვძებნოთ. კამპანიაზე მენტალური ჯანმრთელობის ცენტრმა Nami, სააგენტო Wieden + Kennedy New York-თან ერთად იმუშავა.
რას ნანობს სანტა? – NAMI-ს საახალწლო კამპანია
