in

ნამი 8 საერთაშორისო პარტნიორების Lonsid და Tzalul მოწვევით შანხაის მასშტაბურ გამოფენას ესწრება

მსოფლიოში წყლის ინდუსტრიის განვითარებას დღეს წამყვანი ევროპული და ებრაული კვლევითი კომპანიები განსაზღვრავენ. სწორედ ამ გლობალური ეკოსისტემის აქტიური მონაწილეა კომპანია ნამი 8, რომლის ოფიციალური პარტნიორები, Lonsid და Tzalul, შანხაის მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაზე არიან წარმოდგენილნი.

ნამი 8 ამიერკავკასიაში Lonsid ისა და Tzalul ის ექსკლუზიური წარმომადგენელია. პარტნიორი კომპანიების მოწვევით, ნამი 8 ის გუნდი პირადად ესწრება გლობალურ ღონისძიებას და ადგილზე ეცნობა ინდუსტრიის უახლეს მიღწევებსა და ტენდენციებს.

ახალი კანონმდებლობა და ნამი 8-ის მოწინავე სტანდარტები

საქართველოში პლასტმასის გამოყენების შემზღუდველი კანონმდებლობის ამოქმედება ბიზნესსექტორს ეკოლოგიური სტანდარტების დანერგვისკენ უბიძგებს. ამ მიმართულებით საქართველო უკვე სერიოზულ ნაბიჯებს დგამს და ბევრ ევროპულ თუ აზიურ ქვეყანასთან შედარებით კონკურენტულ პოზიციებზეა.

ნამი 8 სრულად პასუხობს ამ გამოწვევას. კომპანია ბიზნესსექტორს სთავაზობს კომპლექსურ B2B გადაწყვეტილებებს, რომლებიც ორგანიზაციებს ახალ რეგულაციებთან ადაპტაციასა და მწვანე ტრანსფორმაციაში ეხმარება.

ნამი 8 ამიერკავკასიის რეგიონში პირველი და წამყვანი წყლის ტექნოლოგიების კომპანიაა და ამ პოზიციას მტკიცედ ინარჩუნებს.

ექსკლუზიური გადაწყვეტილებები ქართული ბაზრისთვის

შანხაის გამოფენის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებების საფუძველზე, ნამი 8 უახლოეს მომავალში ქართულ ბაზარს სრულიად ახალ, ექსკლუზიურ პროდუქტებსა და სერვისებს შესთავაზებს. Lonsid-ისა და Tzalul-ის გლობალური გამოცდილებით შექმნილი გადაწყვეტილებები სპეციალურად იქნება მორგებული ქართული ბიზნესსექტორის საჭიროებებზე, რაც ადგილობრივ მომხმარებელს მსოფლიო სტანდარტის მომსახურებას მისცემს.

ნამი 8 – წყალი, რომელიც გჭირდება!

[R]

გრაფიკოსდიზაინერის ხელფასი: რა განსაზღვრავს ანაზღაურებას და რის მიხედვით იზრდება

მალე შეკვეთას კურიერის ნაცვლად დრონი მოგართმევთ