in

რატომ არის ნამი8 თანამედროვე ოფისის განუყოფელი ნაწილი?

სტრატეგიული ნაბიჯი, რომლის ეფექტიც ყოველდღიურად იგრძნობა

ბოლო წლებში სამუშაო გარემოს მიმართ მიდგომა მნიშვნელოვნად შეიცვალა.
თანამედროვე ოფისი აღარაა მხოლოდ ის სივრცე, სადაც თანამშრომლები კონკრეტულ დავალებებსა და სამუშაოს ასრულებენ. ის უკვე წარმოადგენს ეკოსისტემას, სადაც თითოეულ დეტალს დიდი გავლენა აქვს თანამშრომლის მოტივაციაზე, ენერგიასა და საბოლოოდ, მისი მუშაობის ეფექტურობაზე.

დღეს კომპანიები სულ უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ იმ გარემოს, სადაც მათი გუნდი დღის უმეტეს ნაწილს ატარებს: რამდენად კომფორტულია სივრცე მუშაობისთვის და რამდენად გამარტივებულია ყოველდღიური პროცესები.

ამ ყველაფერზე მცირე დეტალებიც მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს, მაგალითად, წყლის ხელმისაწვდომობა, რომელიც პირდაპირ აისახება თანამშრომლების ყოველდღიურ კომფორტზე, განწყობასა და მუშაობის ტემპზე.

წყლის გავლენა გუნდის პროდუქტიულობაზე

წყლის მნიშვნელობა მხოლოდ ფიზიოლოგიური საჭიროებით არ შემოიფარგლება, ის სამუშაო ხარისხის მნიშვნელოვანი ნაწილია.

საერთაშორისო კვლევები აჩვენებს, რომ წყლის დეფიციტი პირდაპირ აისახება სამუშაო პროცესზე: მცირე დეჰიდრატაციაც კი ამცირებს კონცენტრაციას და ზრდის დაღლილობის შეგრძნებას, შედეგად, დეჰიდრატირებული თანამშრომლის პროდუქტიულობა იკლებს.

ტვინის დაახლოებით 75% წყალია, ამიტომ მისი მიღება პირდაპირ მოქმედებს აზროვნების სისწრაფესა და გადაწყვეტილებების მიღებაზე.


საოპერაციო ქაოსიდან მარტივ სისტემამდე

თუ აქამდე ოფისში წყლის უზრუნველყოფა დამატებით პროცესებთან იყო დაკავშირებული, ნამი8-ს სისტემურმა მიდგომამ რეალობა სრულიად შეცვალა. დღეს კომპანიებს აღარ უწევთ ფიქრი შეკვეთებზე, ლოჯისტიკაზე, მარაგების კონტროლსა თუ სასაწყობე სივრცის გამოყოფაზე, რადგან ნამი8-ს ინოვაციური წყლის ბარი პირდაპირ უერთდება წყალმომარაგების სისტემას და წყალი მუდმივად ხელმისაწვდომია. შედეგად იღებ ნაკლებ ადმინისტრაციულ დატვირთვასა და შემცირებულ ხარჯებს და გრჩება მეტი დრო ძირითადი საქმიანობისთვის.

ეკომეგობრული არჩევანი შენი კომპანიის მწვანე იმიჯისთვის

ტრადიციული წყლის ბოცებისა და ერთჯერადი პლასტმასის გამოყენება ქმნის დამატებით ნარჩენებს, რაც უარყოფითად აისახება კომპანიის იმიჯზე და აზიანებს მის რეპუტაციას გარემოზე პასუხისმგებელი ბიზნესის კუთხით.

ნამი8-სთან ერთად, კომპანია ამცირებს პლასტმასის მოხმარებას და გადადის მდგრად მოდელზე.

ინვესტიცია, რომელიც რეალურ შედეგს ქმნის

ოფისის წყლის სისტემა ის აუცილებელი ინვესტიციაა, რომელიც თანამშრომლების პოზიტიურ განწყობაზე, ენერგიაზე, კონცენტრაციასა და მუშაობის ხარისხზე აისახება. საბოლოოდ, ეს ის ინვესტიციაა, რომელიც ქმნის უკეთეს სამუშაო გარემოს და პირდაპირ აისახება ბიზნესის წარმატებასა თუ პოზიტიურ შედეგებზე.

ნამი 8 –  წყალი, რომელიც გჭირდება.

[R]

ჭადრაკი, როგორც ფოთის ინტელექტუალური კულტურა – რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკის და ფოთის საჭადრაკო კლუბის პარტნიორობა

ბინების დაჯავშნიდან მოგზაურობის სრულად დაგეგმვამდე – ცვლილებები Airbnb-ზე