19
Dec
2018

“ნამეს” პალმ სპრინგსის საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენებენ

19 Dec 2018

ზაზა ხალვაშის ფილმის “ნამე” ნახვა მაყურებელს კალიფორნიაში, Palm Springs-ის საერთაშორისო კინოფესტივალზე, 7 და 9 იანვარს (PSIFF) შეეძლება. პალმ სპრინგსის საერთაშორისო კინოფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კინოფესტივალია ჩრდილოეთ ამერიკაში. ღონისძიება, ყოველწლიურად, 135,000 მაყურებელს მასპინძლობს და მათ ცნობილ საერთაშორისო მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებს უზიარებს. ფესტივალი კინოპრემიასაც ითვალისწინებს და რჩეულ კინოტალანტებს გამოავლენს. ღონისძიება 2019 წლის 3-14 იანვარს ოცდამეათედ ჩატარდება და 78 ქვეყნიდან 223 ფილმს აჩვენებს. აღსანიშნავია, რომ ფესტივალზე 48 ფილმის პრემიერა იქნება.

mBank QR
mBank QR

განხილვა