in

ნახეთ: ნამუშევრები, რომლებიც ათასობით “დაკარგული სულის” ფიგურისგან შედგება

თითოეული გამოსახულება უნიკალური ხასიათის მატარებელია

როდესაც ხელოვნების ნიმუშს უყურებთ, შეიძლება, ერთი შეხედვით შეუმჩნეველი დეტალები აღმოაჩინოთ. ყურადღებით დააკვირდით მხატვარ რიჩარდ ბერნერის კალმით შესრულებულ ილუსტრაციებს და ათასობით პატარა გამოსახულებას შეამჩნევთ, რომლებიც ერთგვარ სულს მოგაგონებთ.

ბერნერი ხელოვნებას ბრაიტონში სწავლობდა, სადაც პირველად დაინტერესდა პაწაწინა მოჩვენებების მსგავსი ფიგურებით. მათ სხვადასხვა სახელებს უწოდებენ – “დაკარგული სულები”, “ლემინგი”. ბერნერი ამ გამომხატველ პერსონაჟებს სხვა გამოსახულებების შესაქმნელად იყენებს, როგორიცაა ყვავილები, სკულპტურები თუ თავის ქალა.

რაც არ უნდა ვუწოდოთ, მათი ვიზუალი ერთნაირად საინტერესოა – ექსპრესიული და მინიმალისტური. ამასთან, თითოეული მათგანი სრულიად უნიკალურია. “დაკარგული სულები გადარჩებიან და იღუპებიან ერთ სივრცეში… იმედი და სასოწარკვეთილება თანაარსებობენ” – განმარტავს მხატვარი.

Google Meet გამაღიზიანებელ ექოს ახალი ფუნქციით ებრძვის!

UNAwheel ნებისმიერ ეტლს ელექტრო სატრანსპორტო საშუალებად გარდაქმნის!