in

მარტო ყოფნის ჰარმონია ნენსი კედოგანის ნახატებში

ნენსი კედოგანი ბრიტანელი ხელოვანია, რომელმაც თავისი ახალი კოლექცია ერთი მხრივ, ქალებს, ხოლო მეორე მხრივ, მომენტებით ტკბობას მიუძღვნა. მარტოობის უბრალოება და სილამაზე – ეს მისი ახალი შემოქმედების მთავარი თემაა, რომელიც მომენტების დაჭერას ქალების პერსპექტივიდან გვასწავლის. არტისტი აქვე აღნიშნავს, რომ პანდემიის ორი წლის შემდეგ უფრო მეტად დაფიქრდა იმაზე, რომ ჰარმონიისთვის ზოგჯერ უბრალოდ საკუთარ თავთან განმარტოებაც საკმარისია. 

BOG
BOG

გამომდინარე იქიდან, რომ ნენსის ლიტერატურა შთააგონებს, ამ კოლექციაშიც შეინიშნება ლიტერატურის გავლენა. მისი ნამუშევრებიდან მოდის სიმშვიდე, სიფერადე და ყველა დეტალს ეტყობა, რომ საგულდაგულოდ არის შერჩეული იმისთვის, რომ ჰარმონიული ვიზუალი შემოგვთავაზოს. პოეტური სენტიმენტები, რომლებიც ნახატებიდან მოდის, ჩვენს ცნობიერს აღძრავს და გვაგდებს შორეულ მოგზაურობაში.

მხატვარი გვეპატიჟება სამყაროებში, რომლებიც შეიძლება იგრძნოთ, მაგრამ ყოველთვის არ ჩანს. ნამუშევრებში აღბეჭდილი სცენები ყოველდღიურობიდან არის აღებული და საგულდაგულოდ შერჩეული ფერთა პალიტრით, თითოეული მათგანი ამბავსაც გადმოსცემს. ხელოვანის მიზანია, მნახველს მისცეს სენსორული გამოცდილება, რომელიც არღვევს საზღვრებს რეალობასა და წარმოსახვას შორის. 

„ვინ დაახამხამებს თვალს პირველი?“ — KitKat-ის ახალი კამპანია

რატომ ჰგავს კრიპტოვალუტის ყველა ლოგო ერთმანეთს?