in

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის კონცერტი გაიმართება

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, 22 ივნისს, 20:00 საათზე, TEC-ში ნანი ბრეგვაძის კონცერტი ჩატარდება. მასთან ერთად წარდგებიან: ნიკოლოზ რაჭველი, ნატალიკო ქუთათელაძე, ეკა მამალაძე და ალექსანდრე კორძაია Kordz.

კონცერტზე ნანი, Kordz-თან ერთად, მათ საერთო ნამუშევარს, „მთვარეოს“ ახალ ვერსიას Tbilisi Open Air-ის პრემიერის შემდეგ კიდევ ერთხელ შეასრულებს.

თიბისი კონცეპტის ყველა სადებეტო ბარათის მფლობელებს, შესაძლებლობა გაქვთ, ისარგებლოთ 20%-იანი ფასდაკლებით კონცერტის ბილეთებზე.

ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს. 

ღონისძიების შესახებ დეტალებს გაეცანით ბმულზე:

შეგახსენებთ, რომ თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, ლეგენდარული ნანა ბრეგვაძის ვინილი და მისი ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი წიგნი გამოიცა. სულ ცოტა ხნის წინ კი თიბისი კონცეპტის ინიციატივითა და მხარდაჭერით, ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის ერთობლივი ნამუშევრის „მთვარეო“ ვიდეორგოლის პრემიერა შედგა.

თიბისი კონცეპტი ყოველთვის მხარს უჭერს პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობს ქართული კულტურული მემკვიდრეობის გაცოცხლებას, მის შენარჩუნებასა და ახალი სახით ფართო აუდიტორიისთვის მიწოდებასა და პოპულარიზაციას.

[R]

როგორ დაგეგმო პენსიაზე გასვლა, თუ ფრილანსერი ხარ?

Lindt – შვეიცარიული შოკოლადის ტკბილი წარმატების ისტორია