in

ნახეთ: ახლად აღმოჩენილი ნანო-ქამელეონი, მსოფლიოში ყველაზე პატარა ქვეწერმავალი

სახეობის მამრი წარმომადგენლის “გიგანტური” ჰემიპენი მისი სხეულის 20%-ს შეადგენს

მადასაგასკარის ჩრდილოეთ ნაწილში გერმანელების მკვლევართა ჯგუფმა, ადგილობრივ მეცნიერებთან ერთად, ბრუკეზიის გვარის ქამელეონების ახალი სახეობა, ე. წ. “ნანო-ქამელეონი” აღმოჩინა. სახეობის მამრობითი წარმომადგენელი მსოფლიოში ყველაზე პატარა ქვეწარმავალია, რომელიც მთელი სიგრძით ეტევა ადამიანის თითზე.

მამრი ქამელეონის სიგრძე კუდის გარეშე სულ რაღაც 13.5 მილიმეტრია, მასთან ერთად კი 22 მილიმეტრს აღწევს. როგორც ჩანს, მამაკაც ქამელეონებს, ისევე როგორც გველებს და სხვა ხვლიკებს, შინაგანი სასქესო ორგანო აქვთ, რომელსაც ჰემიპენი ეწოდება. მკვლევართა ჯგუფმა დაადგინა, რომ აღნიშნული ქამელეონის მამრ წარმომადგენელს “გიგანტური” ჰემიპენი აქვს, რაც მისი სხეულის 20%-ს შეადგენს.

სამწუხაროდ, მეცნიერები ახლად აღმოჩენილი ქამელეონებს  გადაშენების პირას მყოფ სახეობას უწოდებენ. ამის მიზეზად კი მადაგასკარზე არსებული ტროპიკული ტყეების გაჩეხვა და განადგურება სახელდება. “ნანო-ქამელეონის გავრცელების არეალის ტყეები დიდი ზეწოლის ქვეშ იმყოფება, მაგრამ ამ ადგილს დაცული ტერიოტორიის სტატუსი მიენიჭა და იმედია, ეს პაწაწინა ქამელეონს გადარჩენის საშუალებას მისცემს” – ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი ოლივერ ჰავლიცჩეკი.

ანუშკა ჩხეიძე მეორე ალბომს, “Move 20​-​21” აქვეყნებს

Starlink – სატელიტურ ინტერნეტ-სერვისს 10 000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს!