in

ზოგს ძალიან უყვარს თავისი მანქანა! აჩი არველაძე და თიკა ფაცაცია სოკარის ახალი საწვავის რეკლამაში

გაინტერესებთ რას ნიშნავს საკუთარი ავტომობილის სიყვარული? მარკეტერი ექსკლუზიურად წარმოგიდგენთ სოკარის ახალი საწვავი – ნანოსთვის მომზადებულ სარეკლამო კამპანიას, რომელშიც ცნობილი ქართველი ფეხბურთელი აჩი არველაძე და ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია მონაწილეობენ. 

BOG

რეკლამის გმირებს ძალიან უყვართ საკუთარი ავტომობილები, ამაში ვიდეოების ნახვისას თავადაც დარწმუნდებით. მანქანის გადაჭარბებული სიყვარული საქართველოში სიახლეს არ წარმოადგენს, მაგრამ ახალი და ეფექტურია ამ სიყვარულის საწვავთან დაკავშირება. ვიდეოს კრეატიული კონცეფცია და პროდაქშენი სარეკლამო სააგენტო TBC TV Advertising-ს ეკუთვნის. ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ოპერატორის რამოდენიმე ძალიან კარგად “დაჭერილი” კადრი”. (Good Job). სატელევიზიო განთავსებისთვის კი ორივე რეკლამა დიდია.(სავარაუდოდ მოკლე პერიოდის შემდეგ საჭირო გახდება მოკლე ვერსიების დამზადება).

ნახეთ და შეაფასეთ კომენტარებში

სარეკლამო სააგენტო: TBC TV Advertising
რეჟისორი: დავიდ ჯიბლაძე
პროდიუსერი: გუგა ფუტკარაძე
წელი: 2014

Macbook-ის სატელევიზიო რეკლამა სტიკერებით

(არა)მარტოობის 200 ათასი წელიწადი – თენგო ლომიტაშვილი