in

ჯიბის დრამი გარემიქსების, ჩაწერისა და ბითბოქსისთვის

დინამიკური სენსორული ეკრანით, ორი მბრუნავი კონტროლერით, 4 ღილაკით, MicroSD ბარათითა და სხვადასხვა ელექტრონულ ინსტრუმენტთან დაკავშირების შესაძლებლობით, 1010music-ის nanobox razzmatazz იმაზე უფრო ძლიერია, ვიდრე თქვენ ფიქრობთ… პატარა დრამი კომპაქტური და ამასთან, წარმოუდგენლად მრავალმხრივია, მოიცავს FM სინთეზს და ნიმუშებს მისი შესაძლებლობების ჩამონათვალში, ასე რომ, შეგიძლიათ ხმაურიანი მოძრაობები დრამის დარტყმებად გადააქციოთ. 

399-დოლარიანი razzmatazz 1010music-ის nanobox-ის სერიებში მესამე გამოშვებაა. სისხლის წითელი, ლიმონის ყვითელი და ვარდისფერი ჟოლოს თემატიკის სეკვენსერი კენკრის სიამოვნებას ჰპირდება მომხმარებლებს. ის მათ საშუალებას აძლევს, შექმნან აუდიო, შეადგინონ რიტმები და ისინი მუსიკალური წარმოებისა თუ ცოცხალი შესრულებისთვის გადმოწერონ კიდეც.

ამასთან, Nanobox razzmatazz MicroSD ბარათით საკუთარი ნიმუშების გამოყენების ან 30-წამიანი ნიმუშების ჩაწერის უფლებასაც იძლევა. ხოლო მას შემდეგ, რაც ამას გააკეთებენ, შესაძლებელია საწყისი პარამეტრების დრამის თითოეული მოდელისთვის დარეგულირება და ისეთი ეფექტების დამატებაც, როგორიცაა დაყოვნება და რევერბირება. ხოლო მათთვის, ვინც ამ საქმეს უფრო სერიოზულად უყურებს, razzmatazz მათ თითოეული დეტალის საკუთარი სურვილის მიხედვით დარეგულირების საშუალებას აძლევს. 

Nanobox-ის ტარებას კი პორტატიული დიზაინი მეტად კომფორტულს ხდის.

Tesla-ს „ოპტიმუსს“ 455-კილოგრამიანი როიალის აწევა შეუძლია

ბილაინის მხარდაჭერით თბილისში ვებ 3 კონფერენცია ჩატარდა