in

რობოტი “Nao” ბანკის ახალი თანამშრომელი გახდება

ნელ-ნელა ახლოვდება ის დღე, როდესაც მომსახურე პერსონალის ნაწილს რობოტები ჩაანაცვლებენ. პირველი ნაბიჯი იაპონელებმა გადადგეს და უმსხვილესი ბანკი “The Bank of Tokyo-Mitsubishi UF” რობოტებს ანდეს. მათი მოვალეობაა კლიენტების კონსულტაცია და ბანკომატთან მუშაობაში დახმარება.

რობოტს “Nao” დაარქვეს. მისი სიმაღლე 58 სანტიმენტია და 4 ენაზე ლაპარაკობს: იაპონურად, ინგლისურად, ჩინურად და ფრანგულად. “Nao” “Aldebaran Robotics”-ის გამოგონებაა. ამ დროისთვის რობოტები ტესტირებას გადიან, ტესტირების შემდეგ მათ სხვა ბანკებშიც გაანაწილებენ, ან გასაუმჯობესებლად ინჟინრებთან დააბრუნებენ.

“ის მოიცდის” – “AT&T”-ს სოციალური რეკლამა

საერთაშორისო ფესტივალი GlobalGathering საქართველოში 11 სექტემბერს ჩატარდება!