სამშენებლო მასალების მწარმოებელმა ბრენდმა Sinteplast თავისი მაღალხარისხიანი პროდუქციისთვის ძალიან ორიგინალური პრინტ კამპანია შექმნა. მართალია, წლები გადის და ადამიანები ბერდებიან, მაგრამ სახლის კედლები და სხვა ნაგებობები ჩვენთან ერთად არ უნდა განიცდიდნენ ასაკს. ნაოჭები სახეზე ან ხელებზე ბუნებრივია, ბზარები კედლებზე კი დაბალი ხარისხის მაჩვენებელი. ახალი კამპანიისთვის პოსტერების შექმნაზე სააგენტო Y&R-მა იმუშავა.














