in

მოდური კარაოკე ნაომი კემპბელის მონაწილეობით – H&M-ის ვიდეორგოლი შემოდგომა-ზამთრის კოლექციისთვის

სუპერმოდელმა ნაომი კემპბელმა, თავისი საყვარელი საქმიანობის გარდა, კარაოკეშიც სცადა ბედი და ტოკიოს ქუჩებიც მოიარა შვედური ბრენდ H&M-ის ახალი კოლექციის სამოსში გამოწყობილმა. კომპანიამ სულ ცოტა ხნის წინ მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული და ცნობილი მოდელი თავისი შემოდგომა-ზამთრის ხაზის სახედ შეარჩია. 47 წლის ნაომი ვიდეორგოლში სხვა ცნობილ, ახალი თაობის მოდელებთან ერთად მონაწილეობს. არაჩვეულებრივ კოლექციას, ულამაზეს ქალბატონებსა და მოდურ ვიდეორგოლს მუსიკალურად 80-იანი წლების ერთ-ერთი ჰიტი Wham Rap-ი აფორმებს.

BOG

 

Burger King-ის ავტობუსი, რომელსაც მომხმარებელი პირდაპირ რესტორნამდე მიჰყავს 

რამდენად რომანტიკულია სმარტფონით ნათქვამი “მე შენ მიყვარხარ”? – Galaxy Note8-ის ვიდეორგოლი