ნაომი კემპბელი იტალიური მოდის სახლის, Valentino-ს სარეკლამო კამპანიაში გამოჩნდა – სუპერმოდელი, ახალი ხაზის “Vring”-ის სახე გახდა.

ეს ბრენდის უახლესი ჩანთებია, რომლებიც, სპეციალურად მოდის სახლისთვის, იტალიელმა დიზაინერმა პიერ პაოლო პიჩოლიმ შექმნა. შავ – თეთრი ფოტოები, ამ სარეკლამო კამპანიისთვის, ნიუ – იორკის მეტროშია გადაღებული. პროექტზე ფოტოგრაფები ინეზ ვან ლემსვეერდე და ვინუდ მატადინი მუშაობდნენ.

ნაომი კემპბელი და მოდის სახლი Valentino, ათეული წლებია, თანამშრომლობენ. ბოლოს, სუპერმოდელი 2019 წლის იანვარში, ბრენდის ჩვენებაზე გამოვიდა.