in

„ნაფიქრალი“ — აზროვნების აკადემიის წლის მთავარი ღონისძიება შედგა

4 ივნისს აზროვნების აკადემიის წლის მთავარი ღონისძიება, „ნაფიქრალი“, შედგა. სასტუმრო „ბილტმორმა“ ღონისძიების ფარგლებში სამასამდე სტუმარს უმასპინძლა. „ნაფიქრალის“ სცენაზე ცხრა სპიკერი წარსდგა, რომლებმაც წლევანდელი თემა ღონისძიების მთავარი თემა — „მეტამორფოზა“ გაშალეს და აუდიტორიას შესთავაზეს.

წლევანდელი „ნაფიქრალის“ სპიკერები იყვნენ: ზურა მხეიძე, რეზო კორინთელი, ლევან გიგინეიშვილი, ანა ქირია, დეკანოზი თეოდორე გიგნაძე, გია მურღულია, მარინა კაჭარავა, გურამ მეგრელიშვილი და ლევან წულაძე.

ღონისძიების მსვლელობისას გათამაშებაც ჩატარდა, სადაც სამი გამარჯვებული გამოვლინდა. მათ სპონსორებისგან სხვადასხვა საჩუქარი ერგოთ.

„ნაფიქრალის“ შესახებ პროექტის ხელმძღვანელმა, აზროვნების აკადემიის წარმომადგენელმა ნუცა ბოხოჩაძემ გაგვიზიარა:

„აზროვნების აკადემიის გუნდი დაუღალავად შრომობდა, რათა ეს დღე დაუვიწყარი ყოფილიყო ყველა სტუმრისთვის. ვფიქრობ, საინტერესო სპიკერები გვყავდა. ღონისძიება მართლაც რომ შედგა. სპიკერებმა გამოსვლებისას განსხვავებული აქცენტები დასვეს, ნაფიქრალი ხომ  სხვადასხვა პროფესიის საინტერესო ადამიანების შინაგან მონოლოგს აერთიანებს…

ასეთი მასშტაბური ტიპის ღონისძიება ჩვენთვის პირველი იყო. აზროვნების აკადემია გეგმავს, რომ „ნაფიქრალი“ იქცეს ტრადიციად და ის ყოველწლიურად გაიმართოს. რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ჩვენი ღონისძიების წლევანდელი პარტნიორები. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მათ გვერდში დგომისთვის და ამ დღის ჩვენთან ერთად გაზიარებისთვის!“

„ნაფიქრალის“ მთავარი პარტნიორები იყვნენ: ლუტეცია, ავერსი ფარმა და თეთრი კვადრატი.

პარტნიორები: TKT.ge, სარაჯიშვილი, ვექტორი, პრომო ჰაუსი.

მედიაპარტნიორი: Marketer.Ge

მასპინძელი: The Biltmore Tbilisi Hotel

[R]

ალდაგში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზიანს ითვლიან

კოსმოსში ფრენა თავის ტვინში ხანგრძლივ სტრუქტურულ ცვლილებებს იწვევს — კვლევა