in

„ნაფიქრალის“ ახალი სპიკერები „გზაზე“ ისაუბრებენ

მიმდინარე წლის 10 დეკემბერს კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაცია „აზროვნების აკადემია“ უკვე მესამედ გამართავს ღონისძიებას – „ნაფიქრალი“.

„ნაფიქრალი“ აერთიანებს სხვადასხვა პროფესიის საინტერესო ადამიანების შინაგან მონოლოგს. ღონისძიების მსვლელობისას ჩვენ მათი ნაფიქრალის თანამონაწილეები ვხდებით.

ამჯერად ღონისძიების მთავარი თემა არის – გზა. არჩეული თემის ირგვლივ თითოეული მომხსენებელი აუდიტორიას 15-20 წუთის განმავლობაში გააცნობს და გაუზიარებს საკუთარ ნაფიქრალს.

ღონისძიების ფარგლებში, საკუთარ ნაფიქრალს დამსწრე საზოგადოებას გააცნობს 9 სპიკერი: ანდრო დგებუაძე, ნათია ფანჯიკიძე, ნინო ბურდული, შოთა არველაძე (Online), ლევან კოღუაშვილი, მღვდელი გურამ ოთხოზორია, თეონა ცირამუა, ლევან გიგინეიშვილი, ალექსანდრე ჯეჯელავა.

„წელს ნაფიქრალის ღონისძიება უკვე მეორედ ტარდება. ამჯერად მთავარ თემად „გზა“ ავირჩიეთ, სპიკერებადაც ისეთი ადამიანები არიან შერჩეულნი, რომლებსაც საინტერესო ცხოვრებისეული და კარიერული გზა აქვთ. ასევე, ზოგიერთი სპიკერი გზის ფენომენს ფილოსოფიურ ჭრილში განიხილავს. გვჯერა, რომ აუდიტორია შეხვედრიდან დადებით ემოციებს წაიღებ“ – აღნიშნავს ნუცა ბოხოჩაძე, აზროვნების აკადემიის პროექტების ხელმძღვანელი.

„ნაფიქრალის“ მთავარი პარტნიორია: ავერსი ფარმა.

პარტნიორები: Shoot 360, ლუტეცია, აზერჩაი, Ülker – ულქერი, Aqualux, HOSPITALITY, biletebi.ge, PROMO HOUSE, SARAJISHVILI, ConCeptum – კონსეპტუმ, Ülker • ულქერი, Inn Hospitality და აზერჩა

მედიაპარტნიორი: Marketer.ge

მასპინძელი: The Biltmore Tbilisi Hotel

წინა ღონისძიების მთავარი თემა იყო – „მეტამორფოზა“. როგორც ახლა, წინა ჯერზეც აუდიტორიას საკუთარი ნაფიქრალი ცხრა სპიკერმა გააცნო.

[პარტნიორის კონტენტი]

Tales of the Silk Road – „ვოლვო ქარ საქართველოს“ და IERI Store-ის კოლაბორაცია

მუსიკის ტალღებისა და ლუდის არომატების სინთეზი Miller-ისა და Hot Since 82-ის თანამშრომლობაში