ნაფიქრალი აზროვნების აკადემიის წლის მთავარი ღონისძიებაა, რომელიც უკვე მეოთხედ ტარდება.
ნაფიქრალის ღონისძიების მთავარი მოტივი ერთი თემის ირგვლივ სხვადასხვა მომხსენებლის შემოკრება და მათი ცოდნა-გამოცდილების აუდიტორიისთვის გაზიარებაა.
2024 წლის ნაფიქრალი, რომელიც BP-ს მხარდაჭერით ტარდება, ეძღვენება თემას: „მენტალური ჯანმრთელობა”. ღონისძიების მთავარი მიზანი თემის ირგვლივ ცნობადობის ამაღლება და დღევანდელი სტრესული გარემოს ფონზე მის გაჯანსაღებაზე ზრუნვაა.
ღონისძიებას წარუძღვებიან წამყვანი სპეციალისტები ფსიქოლოგიისა და ფსიქიატრიის დარგში, რომლებიც რომლებიც მენტალური ჯანმრთელობის ირგვლივ სხავდასხვა აქტუალურ თემას განიხილავენ:
- ზურა მხეიძე – „ფსიქიკის მექანიზმები”
- რეზო კორინთელი – „მენტალური ჯანმრთელობა სიღრმის ფსიქოლოგიის თვალსაზრისით”
- ქეთი აბდუშელიშვილი – „თვითშეფასება”
- მარინა კაჭარავა – „ემოციები და ფსიქიკური ჯანმრთელობა”
- ლევან ანდრონიკაშვილი – „ციფრული ტექნოლოგიების გავლენა მენტალურ ჯანმრთელობაზე”
- რამაზ საყვარელიძე – „განწყობის ფსიქოლოგია ემოციის და სტრესის მართვაში”
წელს ნაფიქრალის სტუმრებს ადგილზე არაერთი სიახლე დახვდებათ. მათ შორისაა პანელური დისკუსია, რომლის ფარგლებშიც სამი ფსიქოლოგი: თემო ქეშელაშვილი, ქეთი სილაგაძე, ანა ალბუთაშვილი ერთი თემის – „სხეულთან დაბრუნება” ირგვლივ ისაუბრებს და გააზიარებს თავის ცოდნასა და გამოცდილებას. პანელურ დისკუსიას მოდერაციას გაუწევს ანა ღვინიანიძე.
გარდა შემეცენებითი და საგანმანათლებლო აქტივობებისა, სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ გათამაშება, რომლის ფარგლებშიც მიიღებენ პრიზებს. გათამაშებების მხარდამჭერები არიან როგორც ღონისძიების სპონსორები, ასევე აზროვნების აკადემია და აზროვნების აკადემიის გამომცემლობა.
ნაფიქრალი გაიმართება 30 ივნისს სასტუმრო ბილტმორში.
ღონისძიების შესახებ მეტი ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
[პარტნიორის კონტენტი]