ხვიჩა კვარაცხელიას და იტალიური საფეხბურთო კლუბის „ნაპოლის” ოფიციალური ფორმა უკვე VELI.store-ზეა!
სპორტსმენების წარმატებისთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი გულშემატკივრობაა, ისინი ყოველთვის გრძნობენ გულანთებული ქომაგების მხარდაჭერას და ხშირად აღნიშნავენ, რომ ეს მათთვის ყველაზე დიდი მოტივაციაა.
ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის დინამო თბილისის აკადემიიდან – ნაპოლის პირველი გუნდის ლიდერობამდე განვლილი გზა გულშემატკივრების უამრავ ემოციას ითვლის. გაკვირვება, სიხარული, იმედი და სიამაყე, რომელსაც ხვიჩა კვარაცხელიას დანახვისას მთელი საქართველო განიცდის.

„ველი შექმნის დღიდან არის ადგილი, სადაც მომხმარებელი ბევრ საინტერესო ბრენდს, ექსკლუზივსა და რაც მთავარია, მისთვის საინტერესო და საყვარელ ნივთებს აღმოაჩენს. აქ თითოეული სიახლე მომხმარებლებთან მუდმივი დიალოგით იქმნება, ხვიჩას ოფიციალური ფორმაც ველიზე ამ ინიციატივით გამოჩნდა, რათა მომხმარებლისთვის იმ ადამიანის ფორმა შეგვეთავაზებინა, რომელსაც ისინი მთელი გულით გულშემატკივრობენ”, – მარიამ ცანავა, ველის ბრენდის ხელმძღვანელი.
კვარამ ნაპოლიში 77-ნომრიანი მაისური აიღო, რომელზეც სეზონის დაწყებამდე იტალიაში წერდნენ – კვარამ ნაპოლიში ნომერ 77-ს წარუმატებლობის ჯადო უნდა ახსნასო, ამჟამად კვარაცხელიას ანგარიშზე ნეაპოლურ გუნდში არსებული 14 გოლი და 16 საგოლე პასი ამ მოლოდინს ნამდვილად ამართლებს.
შეიძინე დღესვე და უგულშემატკივრე კვარას ნაპოლის ოფიციალური ფორმით.
[პარტნიორის კონტენტი]











