გარემოს დაცვით ბუნებას ვიცავთ, ბუნების დაცვა კი პირდაპირ კავშირშია ადამიანების კეთილდღეობასთან. ჭარბი მოხმარების, მოსახლეობისა და ტექნოლოგიების ზეწოლის გამო, ბიოფიზიკური გარემო დეგრადირებულია. სწორედ ამიტომ, ბევრ ქვეყანაში წესდება გარკვეული შეზღუდვები, იზრდება ცნობადობა სამოქალაქო თვითშეგნების კუთხით, რათა თითოეულმა მოქალაქემ თუ ბიზნესმა იფიქროს გარემოზე.
გარემოს დაცვის საკითხებიდან ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია ნარჩენების გადამუშავება, ანუ ნარჩენი მასალების ახალ მოხმარების საგნებად გადაქცევის პროცესი. გადამუშავებას შეუძლია თავიდან აიცილოს პოტენციურად სასარგებლო მასალების განადგურება და შეამციროს ახალი ნედლეულის მოხმარება, რითაც დადებით ზეგავლენას მოახდენს: ენერგიის მოხმარებაზე, ჰაერის დაბინძურებასა და წყლის დაბინძურებაზე (ნაგავსაყრელიდან).

ზოგჯერ გადამუშავება არ გულისხმობს პირდაპირ იმავე მასალისთვის გამოყენებას, არამედ შეიძლება მისი გარკვეული ნაწილი იქნეს გამოყენებული ახალი ობიექტის დასამზადებლად. ამის მაგალითად გამოდგება თერმომეტრის ვერცხლისწყალი.
მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ თითოეულ ჩვენგანს შეუძლია, იყოს სასარგებლო ნარჩენების გადამუშავებს საქმეში, რაც პირდაპირ გულისხმობს ბუნებაზე ზრუნვასაც. აშშ-ის მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ამერიკელები ყოველწლიურად მილიონობით ტონა ნარჩენს აწარმოებენ. თითოეულ ჩვენგანს შეუძლია ცვლილებების შეტანა საკუთარ სახლში ჩვევების შეცვლით, მასალების შემცირებით, ხელახალი გამოყენებითა და მეზობლების წახალისებით, რომ იგივე გააკეთონ.
როგორ შევამციროთ ნარჩენები?
ნარჩენების პრევენცია პირველ რიგში ამცირებს ნარჩენების წარმოქმნას, ამიტომ ის მათი მართვის ყველაზე სასურველი მეთოდია, რადგან ეს გარემოს დაცვისკენ გადადგმული ნაბიჯია.
ნარჩენების შემცირება შეგიძლიათ შემდეგი გზებით:
- გრძელვადიანი საქონლის შეძენა.
- ისეთი პროდუქტებისა და შეფუთვების შეძენა, რომლებიც არ არის ტოქსიკური.
- პროდუქციის გადამუშავება, რათა გამოყენებულ იქნეს ნაკლები ნედლეული წარმოებაში, ჰქონდეს უფრო ხანგრძლივი სიცოცხლე ან ხელახლა გამოყენებულ იქნას მისი თავდაპირველი მოხმარების შემდეგ.
როგორ შეიძლება ერთხელ გამოყენებული პროდუქტის ხელმეორედ მოხმარება?
პასუხი იმაზე მარტივია, ვიდრე გგონიათ:
- გამოიყენეთ გამძლე ყავის ჭიქები;
- ნუ გადააგდებთ ბოთლს ერთხელ დალევის მერე, შეავსეთ ის;
- შეინახეთ და ხელახლა გამოიყენეთ ყუთები;
- მონაწილეობა მიიღე საღებავების შეგროვებისა და ხელახალი გამოყენების პროგრამაში;
- გამოიყენეთ ქსოვილის ხელსახოცები ან პირსახოცები;
- ჩააბარეთ ძველი ჟურნალ-გაზეთები მაკულატურაში;

რა სარგებელი მოაქვს გადამუშავებას?
- გადამუშავება ხელს უშლის მრავალი სასათბურე აირისა და წყლის დამაბინძურებლების გამოყოფას; ის დაზოგავს ენერგიას.
- აღდგენილი მასალის გამოყენება ნაკლებ მყარ ნარჩენებს წარმოქმნის.
- გადამუშავება ხელს უწყობს დაბინძურების შემცირებას ხელუხლებელი მასალების მოპოვებითა და გადამუშავებით. ასევე, როდესაც პროდუქტები მზადდება აღდგენილი და არა ხელუხლებელი მასალების გამოყენებით, წარმოებისას ნაკლები ენერგია გამოიყენება და ნაკლები დამაბინძურებლები გამოიყოფა;
- ის ინდუსტრიას კარგ ნედლეულს აძლევს;
- ასტიმულირებს უფრო მწვანე ტექნოლოგიების განვითარებას;
- ქმნის სამუშაო ადგილებს.
ნარჩენების მართვა მნიშვნელოვანია, რადგან ის იცავს გარემოს ნარჩენებში არსებული არაორგანული და ბიოდეგრადირებადი ელემენტის ტოქსიკური ზემოქმედებისგან. ნარჩენების არასწორმა მართვამ შეიძლება გამოიწვიოს წყლის დაბინძურება, ნიადაგის ეროზია და ჰაერის დაბინძურება.
როდესაც აღვნიშნავთ, რომ მინის, პლასტმასისა და სხვა მასალის გადამუშავებით გარემოს ვიცავთ, ვგულისხმობთ, რომ ეს ზოგავს ბუნებრივ რესურსებს. როდესაც ეს ნარჩენები არ გადამუშავდება, ის ჩვეულებრივ ხვდება ნაგავსაყრელებში ან ოკეანეებში, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასაც და სიცოცხლეს ზღვებსა და ოკეანეებში. ველური ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF) მონაცემებით, ყოველწლიურად 8 მილიონი ტონა პლასტმასი ხვდება ოკეანეებში. ამასთან, მსოფლიოს უმეტეს რაიონში კანალიზაციის გაწმენდა სათანადოდ არ ხდება, რაც, თავად მიხვდებით, რამდენად სერიოზულ პრობლემებამდე შეიძლება მივიდეს.

მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რამდენად მნიშვნელოვანია ნარჩენების მართვა ჩვენი მდგრადი მომავლისთვის და როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ ბუნებას ამ მხრივ. შეგიძლიათ, მონაწილეობა მიიღოთ ნაგვის სწორად გადამუშავებასა და რეგულირებაში, ნარჩენების წარმოების შემცირებაში და ამით იზრუნოთ ბუნებაზე. როდესაც გააცნობიერებთ იმ ძალას, რომელიც გაქვთ, დაეხმარებით სამყაროს, რომ ის უფრო სუფთა ადგილად გადაიქცეს.
რუბრიკას გარემოზე ზრუნვაზე წარმოგიდგენთ Wasteless.












