in

ნარჩენების მართვა

მოსახლეობის რაოდენობისა და შემოსავლების ზრდის პროპორციულად, ამა თუ იმ პროდუქტის მიწოდება-მოთხოვნა იზრდება. შესაბამისად ეკონომიკის განვითარებასთან ერთად სეციფიკური ნარჩენების პრობლემა კიდევ უფრო აქტუალური ხდება.
მნიშვნელოვანია ამ პრობლემის მოგვარებაში სახელმწიფოსთან ერთად, კერძო სექტორი და მოქალაქეებიც ჩაერთონ. ნარჩენების სწორი და ეფექტიანი მართვა მთელი მსოფლიოსთვის გამოწვევაა და ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა.

მთავრობის მიერ 2020 წელს დამტკიცებული სპეციფიკური ნარჩენების მართვის რეგლამენტით, მწარმოებლებსა და იმპორტიორ კომპანიებს დაეკისრათ ვალდებულება გადაამუშავონ სპეციფიკური ნარჩენები. კომპანია ელიტ ელექტრონიქმა, რომელიც საქართველოში ყველაზე დიდი იმპორტიორია ტექნიკის ბაზარზე, ახალი დადგენილება გამოწვევად მიიღო და Wasteless-თან ერთად, რომელიც წარმოადგენს სპეციფიკური ნარჩენების მართვის ასოციაციას,  მის სრულყოფაში მოყვანას შეუდგა.

ელიტ ელექტრონიქსმა პასუხისმგებლობა აიღო ტექნიკის სპეციფიკური ნარჩენები მთელი საქართველოს მასშტაბით შეეგროვებინა, ისინი Wastless-ისთვის მიეწოდებინა და გადამუშავების ციკლში ჩართულიყო. რის გამოც ელიტის 17 ფილიალში განთავსდა ელექტრო ნარჩენებისა და ბატარეების ჩასაბარებელი ყუთები. მომხმარებლებს საშუალება აქვთ ადილზე მოიტანონ ძველი, გამოუსადეგარი ტექნიკა ან ელემენტი და თავადაც გახდნენ გარემოზე ზრუნვის მონაწილენი. ასევე მათ შეუძლიათ ისარგებლონ საკურიერო მომსახურებით და დიდი მოცულობის ტექნიკა სახლიდან გაუსვლელად ჩააბარონ. წახალისების მიზნით თითოეული მომხმარებელი, რომელიც გახდება ეკომეგობრული და ნარჩენებზე ზრუნვის კამპანიაში ჩაერთვება ელიტ ელექტრონიქსისგან Bosch-ის ტექნიკაზე დამატებით 5%-იან ვაუჩერს მიიღებს საჩუქრად.

მნიშვნელოვაია ამ პროცესში ჩართულ თითოეულ რგოლს სწორეს ესმოდეს მათი მნიშვნელბა.

სპეციფიკური ნარჩენების ნაგავსაყრელებზე მოხვედრის შედეგად ხდება მათი დაშლის ტოქსიკური ქიმიკატების გამოყოფა, რაც გავლენას ახდენს გარემოს რესურებსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე. Wasteless-ის ყუთებში გამოუსადეგარი ტექნიკის მოთავსების შემდეგ, ხდება მათი სეპარირება და რესურსად გამოყენება, რის შედეგადაც ხდება სახიფათო ნივთიერებების უსაფრთხოდ დამუშავება. შესაბამისად, სპეციფიკური ნარჩენების მართვა მნიშვნელოვნად შეამცირებს დაბინძურების დონეს, დაზოგავს ენერგიასა და ხელს შეუწყობს კლიმატური ცვილებებით გამოწვეულ პრობლემებთან ბრძოლას.

ელიტ ელექტრონიქსისა და Wasteless-ის მიზანს კი სპეციფიკური ნარჩენების შეგროვება მათი სწორი გადამუშავებსა და ამ მიმართულებით საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.

[R]

როგორ რეაგირებს ქართველი მომხმარებელი ხელოვნური ინტელექტით დაგენერირებულ ვიზუალებზე – Hans & Gruber-ის ექსპერიმენტი

17 სექტემბერს იშვიათი კომეტის დანახვას შევძლებთ!