in

ნახეთ: ნარჩენებისგან შექმნილი დიზაინის ნიმუშები

ლონდონის დიზაინის ბიენალეს მთავარი თემაა “რეზონანსი”

ქაოტური წლის კვალდაკვალ ლონდონის დიზაინის ბიენალე იწყება. მისი მთავარი თემაა “რეზონანსი”, რომელიც არტისტებს ისეთი თემების აქცენტირებისკენ მოუწოდებს, როგორიცაა კლიმატის ცვლილებები, კონფიდენციალურობა და ტექნოლოგიები.

დიზაინი კრიზისის ხანაში: რადიკალური დიზაინის აზროვნება არის ონლაინ გალერეა, სადაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით 500 ხელოვანის ნამუშევარია თავმოყრილი.

ბუნებრივია, კორონავირუსულმა პანდემიამ დიზაინერებსაც უბიძგა ახლებური ხედვისკენ – მათ ეჭვქვეშ დააყენეს არსებული სისტემები და ხელახლა დააკვირდნენ, როგორ ვცხოვრობთ ჩვენ. ნიუ იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის არქიტექტურისა და დიზაინის განყოფილების უფროსი კურატორის, პაოლა ანტონელის თქმით, “კრიზისი ინოვაციებისთვის სანთლებს ჰგავს”.

ამ გაფასებაში კი ერთ-ერთი ნათელი გზა გამოჩნდა, ნარჩენების ხელახლა გამოყენებითა და მავნე ნივთირებების ბიოდეგრადირებადი ან ბუნებრივით ჩანაცვლებით.

ცხოველებისგან თავისუფალი, ეკო-მეგობრული ტყავი

Kajkāo by Lakò იტალიურ-ეკვადორული მასალების კვლევისა და დიზაინის სტუდიაა, რომელიც აკაოს კულტურების სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების გამოყენებით, ბიოდეგრადირებად, კომპოსტირებად  და მდგრად მასალებს ქმნის, როგორიცაა მცენარეული ტყავი, ბიოპლასტიკა, იზოცალაციური მასალა და ა.შ. სტუდიის წარმომადგენელთა თანახმად, შოკოლადის მისაღებად კაკოს მხოლოდ 50% გამოიყენება, დანარჩენი კი უბრალოდ იყრება, რაც ძალიან დიდი შეცდომაა.

დისტოპიური ბიო-ნიღაბი

Millicent Sutton-ის მიერ შექმნილი კონცეპტუალური ნიღაბი “არის ცნება დედამიწაზე ფუტურისტული ცხოვრების შესახებ”. ეს არის ერთგვარი ვიზუალური ინტერპრეტაცია იმისა, თუ რამდენად არასტუმართმოყვარე გახდება დედამიწა ახლო მომავალში.

კომბუჩას ბიოპროდუქტით დამზადებული აქსესუარები

Riina Õun-იმ კომბუჩის ბიომასალით მიღებული აქსესუარების მთელი ხაზი წარმოგვიდგინა. დიზაინერმა ბაქტერიებისა და საფუარის სიმბიოტური კულტურა პასტას მასად აქცია, რასაც შავი პიგმენტი დაუმატა და შედეგად კი მიიღო მასალა, რომელიც ტყავს ძალიან ჰგავს.

ნარჩენი ნიჟარები, როგორც ჭურჭელი

ჯეიდ ეჩარდი კიდევ ერთი ნათელი მაგალითია, თუ როგორ კრეატიულად შეიძლება ერთი შეხედვით გამოუსადეგარი ნარჩენების კრეატიულად გამოყენება. არტისტი მასალად იყენებს ხამანწეკბის ნიჟარებს, რომლებსაც რესტორნებში უბრალოდ ნაგვის ურნებში ყრიან. იგი მათ ფხვნილად გარდაქმნის, შემდეგ კი სხვადასხვა სახის ჭურჭელს ამზადებს.

კერამიკული სკამი

Yi Yin-ის პროექტი, სახელწოდებით C x 5, სხვა არტისტების მსგავსად იღებს ერთი ხაზის ნარჩენებს, რომლებსაც შემდეგომ “საგანძურად” აქცევს. არტისტი ძირითად ყურადრებას კერამიკის ნარჩენებს უთმობს, რომლის ჯამური რაოდენობაც მთელ მსოფლიოში, მისი თქმით, 22 მილიარდ ტონას აღემატება. ამიტომაც გადაწყვიტა, გამოუსადეგარი კერამიკა დაემუშავებინა, მოზაიკის ელფერი მიენიჭებინა და მთლიანობაში, დიზაინის ნიმუშად ექცია.

ნახეთ: ქუჩის ხელოვნებად ქცეული კალათბურთის მოედანი

მხატვარმა 60 000 ფუტკრის დახმარებით, ნეფერტიტის ბიუსტი შექმნა