13
Apr
2017

ნარჩენებისგან შექმნილი აფრიკული ნიღბები – Greenpeace–ის კამპანია გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ

13 Apr 2017

ორგანიზაცია Greenpeace–მა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ზრუნავს გარემოს დაცვის საკითხებზე და ათასგვარ კამპანიასა თუ მშვიდობიან საპროტესტო აქციებს ატარებს მიზნის მისაღწევად, მორიგი ძალიან საინტერესო პრინტ კამპანია შექმნა. გარემოს დაბინძურების ერთ–ერთი უმთავრესი პრობლემა სწორედ რომ დიდი რაოდენობით გადაუმუშავებელი ნაგავია, რომლითაც სავსეა ხოლმე არამხოლოდ ნაგავსაყრელები არამედ ბევრ ქვეყანაში ქუჩებიც კი. სწორედ ამ საკითხს ეხება ძალიან საინტერესო პრინტ კამპანია, რომელზეც სააგენტო Advantage Y&R–მა იმუშავა. პოსტერებზე ნარჩენებისგან შექმნილი აფრიკული ნიღბებია გამოსახული.

განხილვა