6
Aug
2016

სოციალური კამპანია “იზრუნე გარემოზე გუდვილთან ერთად!“

6 Aug 2016

კობი
კობი


გუდვილი მწვანე ინიციატივას უერთდება – 4 აგვისტოს, თბილისში, გუდვილის ჰიპერმარკეტების ქსელის დიდი დიღმის ფილიალში, ნარჩენების დახარისხების კუთხე გაიხსნა. დახარისხების კუთხე განკუთვნილია ალუმინის ქილების, პლასტმასის (PET) ბოთლების, ქაღალდისა და პოლიეთილენის პარკებისათის, რომლებიც ნაგავსაყრელზე განთავსების მაგივრად დახარისხდება და კერძო კომპანიას გადაეცემა გადასამუშავებლად.

 

გუდვილი პირველი ჰიპერმარკეტია საქართველოში, სადაც აღნიშნულმა “მწვანე” ინიციატივამ აიღო სტარტი. პროექტი ხორციელდება USAID-ის პროგრამის “ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში” ფარგლებში, ნარჩენების შემგროვებელ კომპანია “სუფთა სამყარო”-სთან თანამშრომლობით. აღნიშნული ინიციატივით, გუდვილი შესაძლებლობას აძლევს თავის მომხმარებელს, შეამციროს ნაგავსაყრელზე მოხვედრილი ნარჩენის რაოდენობა და ამით წვლილი შეიტანოს ჯანსაღი გარემოს შექმნაში.

ნარჩენების სეპარირებული შეგროვება და შემდგომი გადამუშავება  მნიშვნელოვანია ქვეყანაში ნარჩენების ინტეგრირებული მართვის  მიდგომის დანერგვისათვის, რომლის ვალდებულებაც ქვეყანამ აიღო საქართველო–ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერისა და შესაბამისი კანონმდებლობისა და პოლიტიკური დოკუმენტების შემუშავებით.

საქართველოში ნარჩენების დახარისხების პირველი კუთხის გახსნის ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, USAID-ისა და აშშ–ს საელჩოს წარმომადგენლები.

პროგრამას „ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში“ (WMTR)

ფინანსურ მხარდაჭერას უწევს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და ახორციელებს ქალაქებისა და საგრაფოების მართვის საერთაშორისო ასოციაცია (ICMA) ადგილობრივ  ქვეკონტრაქტორ ორგანიზაცია CENN–თან თანამშრომლობით.

 

განხილვა