in

ახალი კვლევის თანახმად, ნარცისიზმი კარიერული წინსვლის წინაპირობაა

მისი დონის მცირედი მომატებაც კი 29%-ით ზრდის მაღალი თანამდებობის მიღების შანსს

სრულად უფლებამოსული, თავდაჯერებული, მანიპულირების უნარის მქონე და გულქვა ადამიანი, როგორც ჩანს, სწორედ ის არის, ვინც იდეალურად შეესაბამება თანამედროვე სამუშაო გარემოს. იტალიაში ჩატარებული ახალი კვლევის თანახმად, ისინი, ვისი პიროვნებაც ხუთ ნარცისულ მახასიათებელს მოიცავს, კარიერულ კიბეზე უფრო სწრაფად მიიწევენ წინ.

კვლევის ფარგლებში 172 აღმასრულებელი დირექტორი გამოიკითხა და შედეგად, ის, ვინც ექსტრავერსიის, თავდაჯერებულობის, თვითშეფასების, დომინირებისა და ავტორიტარიზმის მაღალ მაჩვენებელს აკმაყოფილებს, უფრო დიდი ალბათობით იკავებს მაღალ პოზიციებს, მაგალითად, როგორიცაა გენერალური დირექტორის თანამდებობა. ამ ორს შორის ურთიერთმიმართება იმდენად მგრძნობიარე აღმოჩნდა, რომ ნარცისიზმის დონის მცირედი მომატებაც კი 29%-ით ზრდიდა მაღალი თანამდებობის მიღების შანსს.

ნარცისიზმის გაზომვით, “ნარცისული პიროვნების ინვენტარის” საშუალებით, ავტორებმა ერთმანეთს შეადარეს სხვადასხვა იტალიელი აღმასრულებელი დირექტორის ნარცისიზმის დონე მათ კარიერულ ისტორიას. “ჩვენი შედეგები გარკვეულწილად შემაშფოთებელია. რეალურად, ეს გულისხმობს ორგანიზაციების მიერ ნარცისული პიროვნებების წამყვან თანამდებობებზე გამოჩენის წახალისებას და როგორც ცნობილია, ნარცისიზმი ადამიანის ნეგატიური თვისებაა, რომელსაც ფირმისთვის უარყოფითი შედეგები მოაქვს, როგორიცაა ფინანსური დანაშაული, ნაკლები თანამშრომლობის კულტურა და ა. შ.” – ამბობენ ფსიქოლოგები პაოლა როველა და კამილა კურნისი.

და მაინც, მიუხედავად ამისა, უამრავი კვლევა აჩვენებს, რომ აღმასრულებელი დირექტორები არაპროპორციულად არიან მიდრეკილნი ნარცისისტული ტენდენციებისკენ. ამასთან ერთად, ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ნარცისი უფროსების სახეს არათანაბარი კომპენსაცია და კომუნიკაციის ნაკლებობა გამსაზღვრავს. “დაწინაურებისთანავე ნარცისები თავიანთ პოზიციას აძლიერებენ და ათავისუფლებენ ყველას, ვინც მათთვის გამოწვევას წარმოადგენს” – განმარტავს ფსიქოლოგი ჩარლზ ო’რეილი.

საინტერესოა, როდის ჩნდება აღნიშნული თვისება ადამიანში?

ზოგიერთი ფსიქოლოგი ფიქრობს, რომ ის ბავშობიდანვე იღებს სათავეს, თუმცა არიან ისეთებიც, რომელთა აზრითაც, ნარცისული პიროვნული თვისებები ბიზნესში გარკვეული ძალაუფლების მოპოვებასთან ერთად ჩნდება. როგორც კვლევის ავტორები წერენ, ძალაუფლების გამოცდილებამ შესაძლოა, გარკვეულწილად ნარცისიზმის სტიმულირება გამოიწვიოს.

რადგანაც მოცემული კვლევა მხოლოდ ერთ არეალს მოიცავს, სრული სურათისა და ამ ტენდენციის დასანახად, ფსიქოლოგები კიდევ უფრო მასშტაბური კვლევის ჩატარებას გეგმავენ.

კითხვები, რომლებიც მანამ უნდა დასვათ, სანამ დიდ პროექტს დაიწყებთ

Reddit-მა უოლ სტრიტის “დამარცხება” სუპერთასზე 5 წამიანი საეთერო ჩართვით აღნიშნა