in

მეცნიერებმა ნარცისიზმის ორი ტიპი გამოყვეს — კვლევა

M2
M2

თუ თქვენ არ ხართ, ალბათ, თქვენ გარშემო მაინც არსებობს ისეთი ადამიანი, რომელსაც სამყაროს ცენტრში ყოფნა უყვარს, რომელსაც სულ უნდა უთხრათ, რომ კარგად გამოიყურება, კარგად მუშაობს… და თუ თქვენ არ ეტყვით ამას, თვითონვე იწყებს საკუთარი თავის განდიდებას. მარტივად რომ ვთქვათ, მას ნარცისს, ანუ საკუთარ თავზე შეყვარებულ ადამიანს, ვუწოდებთ. 

მეცნიერები კი ნარცისიზმს პიროვნების პათოლოგიურ თვისებად განიხილავენ, რომელიც ისეთივეა, როგორიც სადიზმი, მანიპულატორობა და ფსიქოპათობა. თუმცა 2021 წელს ჩატარებული კვლევით, რომელშიც 270 ადამიანი მონაწილეობდა, დადგინდა, რომ ნარცისიზმი ყოველთვის არ არის ისეთი ქცევებით გამოხატული, როგორიც ფსიქოპათიას ახასიათებს.

უფრო კონკრეტულად კი, კვლევით დადგინდა, რომ ნარცისიზმით ადამიანები დაბალი თვითშეფასების დაძლევას ცდილობენ და ისინი არა გრანდიოზულები, არამედ დაუცველები არიან. ფსიქოლოგები ნარცისიზმის ორ განსხვავებულ ტიპსაც გამოყოფენ: „დაუცველი ნარცისები“ არიან ის ადამიანები, რომელთაც დაბალი თვითშეფასება აქვთ და კრიტიკის მიმართ ძალიან მგრძნობიარეები არიან. „გრანდიოზულ ნარცისებს“ კი მაღალი თვითშეფასებისა და საკუთარი თავის განდიდებისკენ მიდრეკილ ადამიანებს უწოდებენ. 

ნარცისები დაუცველები არიან და ამას ისინი მოქნილობით უმკლავდებიან. გრძელვადიან პერსპექტივაში სხვებს ეს ნაკლებად მოსწონთ, რაც მათ კიდევ უფრო დაუცველს ხდის და შედეგად, მოქნილი ქმედებების სრული ციკლი მოჰყვება, — განმარტავს მერი კოვალჩიკი, კლინიკური ფსიქოლოგი.

რაც შეეხება გრანდიოზულ ნარცისებს, რომელთაც საკუთარი თავი ძალიან მნიშვნელოვნად მიაჩნიათ და რომლებიც დაუცველობის ნიშნებს არ ამჟღავნებენ, მათ არსებობას მეცნიერები ფსიქოპათიის ერთ-ერთ ქცევით გამოვლინებად აღიქვამენ.

ამასთან ერთად, მრავალი კვლევა ჩატარდა, რათა გაეგოთ, რეალურად ნარცისებს მოსწონდათ საკუთარი თავი თუ არა, მაგრამ შედეგები ურთიერთგამომრიცხავი იყო. მაგალითად, 2017 წელს ერთ-ერთ კვლევაში მამაკაცებს საკუთარი სურათები აჩვენეს და ტვინზე სკანირება გადაუღეს — მათ უმრავლესობას ემოციური დისბალანსი აღენიშნებოდა…

გარდა ამისა, ნარცისიზმს მეცნიერები ინდივიდუალიზმზე ორიენტირებული საკითხით ხსნიან და განსაზღვრავენ იმის მიხედვით, თუ რომელ ნაცვალსახელს იყენებს ადამიანი,  მე თუ ჩვენ. კვლევით კი დადგინდა, რომ მოზარდთა რიცხვი, რომლებიც წინადადებებში მე ნაცვალსახელს იყენებდნენ, 1963 წლიდან 1992 წლამდე 12-დან 80 პროცენტამდე გაიზარდა.

ახლა კი, სანამ ვინმეს ტრაბახით ან ქცევით გაღიზიანდებით, გაითვალისწინეთ, რომ ისინი, შესაძლოა, დაუცველები იყვნენ.

ბათუმში პუმას განახლებული მაღაზია გაიხსნა

Profy – შენი საყოფაცხოვრებო საჭიროებების მოსაწესრიგებლად