“ნარკოსი” Netflix-ის სერიალია, რომელიც კოლუმბიელი ნარკობარონის, პაბლო ესკობარის, ცხოვრებაზეა გადაღებული. სერიალთან დაკავშირებით, “ნეტფლიქსმა” წამოიწყო კამპანია, რომლის ფარგლებშიც, ყველას შეუძლია ნახოს, რა გზას გაივლიდა ამანათი დამკვეთთან მისასვლელად. ამისათვის, შეგიძლიათ შეხვიდეთ ვებგვერდზე cocaineroutes.com, მიუთითოთ თქვენი ადგილსამყოფელი, შემდეგ კი თვალი ადევნოთ, როგორ იგზავნება ამანათი თქვენამდე. პლატფორმაზე შთაბეჭდილებების შესაქმნელად, “ნეტფლიქსმა” სერიალ “ნარკოსიდან” აიღო ვიდეო კადრები. პოსტპროდუქცია და გუგლის რუკა, სატელიტსა და ქუჩების დათვალიერების მასალებთან ერთად, გიამბობთ, რა მეთოდი როგორი ტრანსპორტი სჭირდება თქვენს შეკვეთას სამოგზაუროდ: საჰაერო, საზღვაო თუ ხმელეთის. ამ პრინციპით, თითოეული ვიზიტორისთვის ინდივიდუალური ვიდეო შეიქმნა.
რა გზას გადის კოკაინი შენამდე? – Netflix-ის კამპანია
