in

NASA 1972 წელს მოპოვებულ მთვარის ნიადაგის მასალას შეისწავლის

NASA-ს მეცნიერები აპირებენ გაარკვიონ, ბერდება თუ არა მთვარის ნიადაგი… მიმდინარე თვეში კოსმოსური სააგენტოს მკვლევრები იმ კონტეინერს ხსნიან, რომელშიც Apollo 17-ის ასტრონავტების მიერ 50 წლის წინ შეგროვებული მთვარის ნიადაგის მასალა ინახება. უფრო კონკრეტულად, 1972 წლის დეკემბერში აწყობილი კონტეინერი შეიცავს ქვებსა და ნიადაგს. და თუ მეცნიერებს გაუმართლათ, შესაძლოა, მასში მთვარის გაზის კვალიც იყოს.

M2
M2

რატომ 50 წლის შემდეგ?

მაშინაც კი Apollo-ს გუნდმა იცოდა, რომ მეცნიერება და ტექნოლოგია წინსვლას განაგრძობდა და ბევრად განვითარებული იქნებოდა, ვიდრე მაშინ იყო. რა თქმა უნდა, ისინი მართლები იყვნენ.  მეცნიერებს შეუძლიათ, მასალა უახლესი მასობრივი სპექტრომეტრიული აღჭურვილობით, ანუ ინდივიდუალური მოლეკულების გაზომვისა და ანალიზის ხელსაწყოებით შეისწავლონ. ეს კი მთვარის გეოლოგიური ისტორიის ღირებული ინფორმაციის მიღებას გულისხმობს. მათ უკვე დაიწყეს დალუქული მილის ნელ-ნელა გახვრეტა — მოწყობილორბით, რომელსაც ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) მეცნიერები „აპოლოს გამხსნელს“ უწოდებენ.

„შესაძლოა, თითოეული გაანალიზებული გაზის კომპონენტი დაგვეხმაროს მთვარეზე და ადრეულ მზის სისტემაში აქროლადი ნივთიერებების წარმოშობისა და ევოლუციის შესახებ ინფორმაციის მიღებაში“, — ამბობს ESA-ს მეცნიერი ფრანჩესკა მაკდონალდი.

NASA-ს ცნობით, როდესაც ასტრონავტებმა 1972 წელს მთვარის ზედაპირიდან ნიმუში შეაგროვეს, კონტეინერის ფსკერი ძალიან ცივი იყო; იმედია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნიმუში შეიცავს აქროლადებს — ნივთიერებებს, როგორიცაა წყლის ყინული და ნახშირორჟანგი, რომლებიც ნორმალურ ტემპერატურაზე ორთქლდება.

გარდა ამისა, ახალი ანალიზი ასტრონავტებს არტემისის მომავალი მისიებისთვის მომზადებაში დაეხმარება. სწორედ ამ უკანასკნელის მეშვეობით დაუბრუნდება ადამიანი მთვარეს აპოლო 17-ის შემდეგ.

თიბისი უარს ამბობს Z სიმბოლოზე და ახალ იდეებს ეძებს!

ფუტურისტული მანქანა, რომელიც კომპიუტერული ალგორითმებითაა შექმნილი