in

NASA-მ კოსმოსის თემატიკაზე 3D ბილბორდი შექმნა

NASA-ს ძალისხმევა ნამდვილად სცილდება მიწიერ საზღვრებს. სწორედ ამიტომ, კენედის კოსმოსური ცენტრის ვიზიტორთა კომპლექსში (KSCVC) ილუზორული ბილბორდი დაამონტაჟეს.

როგორც თავად აღნიშნავენ, 3D ბილბორდი ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს გამოსახულება ეკრანიდან გადმოდის. ამისათვის კოსმოსურმა სააგენტომ დიზაინის სტუდია Blunt Action-თან ითანამშრომლა. ასევე, შეიქმნა მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელიც ნასას წარსულს ასახავს — მათ შორის Apollo-ს მისიებს, თავგადასავლებით სავსე აწმყოს, როგორიცაა არტემისის პროგრამა და მომავალი ექსპედიციები.

3D მონტაჟი ასახავს ისეთ სცენებს, როგორიცაა ადამიანის პირველი ნაბიჯი მთვარეზე, როვერ Perseverance-ის გადაადგილება წითელი პლანეტის ზედაპირზე და რაკეტა Artemis-ის გაშვება კოსმოსში. ყოველ ჯერზე ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ობიექტების შეხება ხელით შეიძლება… თუმცა კოსმოსური მოგზაურობის მსგავსად, მაინც მიუწვდომელია.

რა უნდა ღვინოს ყავის ფესტივალზე? — 19 Crimes

რას უსმენდა საქართველო?! – Spotify-ის ოქტომბრის სტატისტიკა