in

აფთიაქი კოსმოსში და პლანეტარული თავდაცვის სისტემა — NASA ახალ პროექტებზე საუბრობს

იმის პარალელურად, რომ NASA ადამიანების მთვარეზე გასაგზავნად არა მხოლოდ ემზადება, არამედ რეალურ ნაბიჯებსაც დგამს, ინოვაციების ახალ საფეხურსაც აღწევს… კოსმოსურმა სააგენტომ უახლეს პროექტზე ისაუბრა, რომლის ფარგლებშიც კოსმოსური სააფთიაქო ხაზი განვითარდება. ამ უკანასკნელის მეშვეობით, ასტრონავტები შეძლებენ, ნებისმიერი სახის სამედიცინო დახმარება დედამიწის ფარგლებს გარეთ, კოსმოსში მიიღონ.

„ასტროაფთიაქს“ მრავალი დანიშნულება ექნება და სრულად კოსმოსურ საჭიროებებს მოერგება — მაგალითად, იქიდან გამომდინარე, რომ ასტრონავტებისთვის ძვლებთან დაკავშირებული პრობლემები არც ისე იშვიათია, აფთიაქი შესაბამისი მედიკამენტებით იქნება აღჭურვილი. ამავდროულად, რადგანაც ხშირად მისიები დიდი დროით გრძელდება, სავარაუდოდ, მენტალური ჯანმრთელობისთვის განკუთვნილი პრეპარატებიც ხელმისაწვდომი იქნება.

გარდა ამისა, ნასას კიდევ ერთი გეგმა პლანეტარული თავდაცვის სისტემას ეხება. აქ ახლომდებარე ან მომავალი ასტეროიდების დროულად დაფიქსირება და ერთგვარი დამცავი ფარის შემუშავება იგულისხმება. უფრო კონკრეტულად, სპეციალური ტექნოლოგიების გამოყენებით, დიდი ზომის ობიექტები მცირე ნაწილებად დაიშლება, რომლებიც შემდგომ ატმოსფეროში შემოსვლის პროცესში დაიშლება, ექსტრემალური სიცხისა და წნევის გამო, რაც პლანეტისთვის უზრუნველყოფს „სწრაფი რეაგირების შესაძლებლობას ასტეროიდის ან კომეტის დამღუპველი ზემოქმედების შესამსუბუქებლად“.

მთლიანობაში, კოსმოსური სააგენტო 6 პროექტს აფინანსებს, რომელთაგან ერთი კვანტური რადარის შემუშავებას ეხება, კოსმოსის სენსორული კვლევების გასაუმჯობესებლად; ასევე, იგეგმება რადიოაქტიური ელექტროძრავის სისტემის განვითარება, სწრაფად მოძრავი ობიექტების შესასწავლად.

სტეფანო ბოლანი”Jesus Christ Superstar”-ის უნიკალური ინტერპეტაციით თბილისი ჯაზ ფესტივალზე

მუშაობის 4 ტექნიკა, რომლებიც თქვენს ტვინს შედეგების გაუმჯობესებაში დაეხმარება