in

NASA-ს ანტარქტიდის სატელიტური სურათები ცხადყოფს, რომ კონტინენტი სწრაფად იშლება

NASA-ს კვლევამ დამანგრეველი შედეგები გვამცნო, რომელთა თანახმადაც, ანტარქტიდა იმაზე გაცილებით სწრაფად იშლება, ვიდრე მეცნიერები ფიქრობდნენ. პრესრელიზში კოსმოსური კვლევის ჯგუფი წერს, რომ ყინულის შელფების დაკარგვის მაჩვენებელი მოულოდნელი იყო. ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებული კვლევა დეტალურად აღწერს, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ეს პლანეტისთვის.

M2
M2

სტატიის დიაგრამა ანტარქტიდის აისბერგის დაკარგვის პროგრესს ასახავს 1985-2020 წლებში. კვლევა აჩვენებს, რომ ყინულის გათხელება არ შემოიფარგლება მხოლოდ კონტინენტის კიდეებით; ფაქტობრივად, ის ასევე გავრცელდა შიგნით, ანტარქტიდის ცენტრში.

აისბერგები მტკნარი წყლის დიდ კონტეინერებს ჰგავს. რაც უფრო სწრაფად დნება ყინული და ხელს უწყობს ზღვის დონის აწევას, მით მეტი სუფთა წყალი ქრება. ყინულის დნობას ზღვის ტემპერატურის მატებამაც შეუწყო ხელი… მიუხედავად იმისა, რომ ტემპერატურის მერყეობა ნორმალურია, ეს იმ ტემპით არ უნდა ხდებოდეს, როგორც ახლა ფიქსირდება.

შესაძლოა, ეს კვლევა ახალს არაფერს გვეუბნებოდეს პრობლემის გადაჭრის გზებზე, მაგრამ თვალებს გვიხელს მკაცრ რეალობაზე, რომ აისბერგები იმაზე სწრაფად დნება, ვიდრე ადრე გვეგონა.

კვლევა ასკვნის, რომ ყველაზე უარესი მოვლენები მომდევნო 10-20 წლის განმავლობაში მოხდება. და თუ გლობალური დათბობა განაგრძობს დედამიწაზე მძვინვარებას, როგორც ეს ახლა ხდება, საკმარისი დრო არ იქნება ყინულის შელფების აღსადგენად.

ეს სათვალეები ახლომხედველობას მკურნალობს

ნახეთ: როგორია Metallica-ით შთაგონებული ვინილი