in

NASA დედამიწაზე წყლის დონის მატებას ანიმაციით გვაჩვენებს

ზღვის დონის მატებაზე, ტემპერატურის ცვლილებასა თუ სხვა გლობალური დათბობის მანიშნებელ საკითხებზე ბევრს კი ვსაუბრობთ, მაგრამ ეს პრობლემა მაინც მოუგვარებელი რჩება… სიმართლე რომ ვთქვათ, რეალური, ქმედითი ნაბიჯების შესახებაც ნაკლებად ვიგებთ. სწორედ ამიტომ, NASA-მ გადაწყვიტა, ზღვის დონის მატება ჩვენთვის მეტად აშკარა გაეხადა — იმ სატელიტების მონაცემებით, რომლებიც დედამიწაზე წყლის დონის მატებას აკვირდება, ბოლო 30 წლის მონაცემები ანიმაციის სახით წარმოგვიდგინა. 

M2
M2

მონაცემთა ამგვარ ვიზუალიზაციას კი ენდრიუ ქრისტენსენს უნდა ვუმადლოდეთ, რომელმაც ამ ფორმით 1993-2022 წლის მონაცემები ასახა… ბოლო 30 წლის მანძილზე ზღვის დონემ 9 სანტიმეტრით იმატა. შესაძლოა, ძალიან ბევრადაც არ გეჩვენებოდეთ, მაგრამ გარემოსთვის ეს საკმაოდ კრიტიკული ცვლილებაა. თუმცა სანაპიროზე მცხოვრებ საზოგადოებებს ნამდვილად არ სჭირდებათ ამის შეხსენება — ერთ დღესაც, როცა სახლის კარს გააღებენ, წინ მარილიანი ზღვა რომ დახვდებათ…

ანიმაცია შექმნილია იმისათვის, რომ ნავის ილუმინატორიდან ზღვის დონის მატებას ვადევნოთ თვალი. 4K 85-დიუმიან ეკრანზე ვიდეოში ასახული გაზომვები რეალური სამყაროსთვისაც ზუსტი ხდება, — აცხადებენ ნასაში.

კონკრეტული ანიმაცია გვაფიქრებს იმაზე, თუ რა შეიძლება მოხდეს მომავალში. ნახშირბადის ემისიები, გლობალური ტემპერატურის მატება, მეთანის დონეები, ყინულის დნობა… ფიზიკოსები უკვე იმაზეც საუბრობენ, რომ დედამიწაზე მალე ქაოსი იქნება, ამას ჰიმალაის მყინვარების დნობის ტემპის 65%-ით გაზრდაც ადასტურებსNASA კი იმედოვნებს, რომ მსგავსი ვიზუალიზაციით ადამიანებს დაეხმარება, გაანალიზონ, რა პრობლემის წინაშე ვდგავართ რეალურად და რომ ამის გამოსწორება შეგვიძლია!

რას ფიქრობენ მარკეტერები გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტზე? — Cannes Lions 2023

რა გელით 2023 წლის Tbilisi Open Air-ზე