in

NASA აპრილის დასაწყისში Ingenuity-ის პირველ სატესტო ფრენას გეგმავს!

მთელი პროცესის დასრულებას 6 დღე დასჭირდება

veon
veon

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შემდეგი თვის დასაწყისში Ingenuity-ის პირველ ფრენას ვიხილავთ. სააგენტო აცხადებს, რომ 4 ფუტიან შვეულმფრენს შეამოწმებს არაუადრეს 8 აპრილისა. Ingenuity-მ მარსისკენ აიღო გეზი, როდესაც როვერ Perseverance-ის ქვეშ იყო დამაგრებული, რომელიც 18 თებერვალს წითელი პლანეტის ზედაპირზე წარმატებით დაეშვა.

Perseverance Ingenuity-ის ჯეზეროს კრატერზე მოათავსებს, რომელიც წინასწარ იყო განსაზღვრული, როგორც შვეულმფრენის სატესტო ადგილი. მთელი პროცესის დასრულებას 6 დღე დასჭირდება, პროცედურის ერთი ეტაპი პიროტექნიკური კაბელის ჭრის მოწყობილობას მოიცავს. 

როგორც იცით, Persy-მ შვეულმფრენი დანიშნულების ადგილზე უნდა “ჩამოიშოროს”. თუ ეს მცდელობა წარუმატებლად დასრულდა, როვერი და ზოგადი მისია არ დაზიანდება, თუმცა წარმატების შემთხვევაში, ეს მნიშვნელოვანი იქნება შემდგომი საფრენი აპარატების განვითარებისთვის. 

ბუნებრივია, რისკები მაღალია, რადგან ამ დრომდე Ingenuity მხოლოდ ვაკუუმურ სივრცესა და ლაბორატორიებში გამოიცადა. იმასთან ერთად, რომ წითელ პლანეტაზე ნაკლები სიმძიმეა, ატმოსფერო საგრძნობლად ნაკლებ მკვრივია. თუმცა ალბათ, ყველაზე დიდ გამოწვევას მარსის ცივი ტემპერატურა წარმოადგენს – ღამით შესაძლოა, ტემპერატურა 130 გრადუსამდეც კი დაეცეს. 

“მარსი რთულია, ჩვენი გეგმაა, მოწყობილობამ იმუშაოს ნებისმიერ შემთხვევაში, მიუხედავად წითელი პლანეტის მიერ “ნატყორცნი” დაბრკოლებებისა. ეს უნდა შევძლოთ ისევე, როგორც გავუმკლავდით ყველა გამოწვევას, რომლებსაც ბოლო 6 წლის განმავლობაში ვხვდებოდით – ერთად, სიმტკიცით, ბევრი შრომით და მცირედი გამომგონებლობით”

საცხობი – საკონდიტრო „ზელა“ – „წისქვილი ჯგუფის“ ახალი ბრენდი

#ვიზრუნოთერთმანეთზე – „ფარმადეპოს“ კამპანია