in ,

ისტორიული თანამშრომლობა — Oakley მთვარის მისიისთვის ოქროს საფარს ქმნის

შემდეგში, როცა ადამიანები მთვარეზე გასეირნებას გადაწყვეტენ, შთამბეჭდავი სათვალით იქნებიან წარმოდგენილნი. სხვაგვარად რომ გითხრათ, ახლახან Oakley-მ ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ხელშეკრულება გააფორმა კოსმოსის კვლევის ისტორიაში, Axiom Space-თან დაიწყო თანამშრომლობა, რათა NASA Artemis-ის კოსმოსური კოსტიუმის ე. წ. ვიზორული სისტემა შექმნას. თუმცა ეს მზის სათვალეების მსგავსი თანამშრომლობა არ გეგონოთ, კოსმოსურ ოპტიკურ ტექნოლოგიას მოიცავს, ასტრონავტებს იმგვარი პირობებისგან იცავს, რომლებიც სხვაგვარად წამებში დააბრმავებდათ… 

განცხადებისთვის ამაზე კარგ დროსაც ვერ შეარჩევდნენ, რადგან აღნიშნული Oakley-ის 50 წლის იუბილეს ემთხვევა. დედამიწაზე ოპტიკური ინოვაციების საზღვრების მრავალწლიანი რღვევის შემდეგ, მთვარეზე გადაინაცვლეს. ასე კი თითქოს ხიდიც იგება ექსტრემალური სპორტის აღჭურვილობასა და სარაკეტო მეცნიერებას შორის. ამგვარად, კომპანიას, რომელიც სპორტსმენების თვალებს იცავს დაძაბული შეჯიბრებების დროს, ახლა მთვარის სამხრეთ პოლუსზე მყოფი ასტრონავტების დაცვა ევალება.

ამ კოსმოსური ვიზორების ყველაზე გასაოცარი მახასიათებელი 24-კარატიანი ოქროს საფარია. თუმცა აქ საქმე ასტრონავტების ელეგანტურად წარმოჩენას კი არა, ოქროს უნიკალურ თვისებებს ეხება, რომლებიც მას კოსმოსური პირობებისთვის იდეალურს ხდის — ინფრაწითელ რადიაციას თითქმის ყველა სხვა მასალაზე უკეთ ირეკლავს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კოსმოსის ვაკუუმში, როცა ასტრონავტებს გაუფილტრავ მზის სხივებთან აქვთ საქმე. 

განსაკუთრებით ჭკვიანურია ის, თუ როგორ მუშაობს ოქროს საფარი სხვა დამცავ ფენებთან ერთად. Oakley-მ მრავალშრიანი სისტემა შექმნა, რომელშიც თითოეული კომპონენტი კონკრეტულ მიზანს ემსახურება ასტრონავტთა მხედველობის დასაცავად. 

ამასთან, სპეციალური Prizm Cosmos-ის ტექნოლოგია განავითარეს, რათა მთვარის ზედაპირზე არსებულ უნიკალურ გამოწვევებს გაუმკლავდნენ — ორი ნაწილისგან შედგება, გარე მხარე ნაკაწრების საწინააღმდეგო საფარითაა წარმოდგენილი, რათა მთვარის მტვერსა და მიკრომეტეორიტებს / კოსმოსურ ქვებს გაუძლოს, რომლებიც საოცარი სიჩქარით მოძრაობს. ხოლო შიდა საფარი ინფრაწითელი სინათლის არეკვლისთვისაა, მზის პირდაპირი სხივებისგან მიღებული ინტენსიური სიკაშკაშის თავიდან ასარიდებლად. 

ამ ეტაპისთვის Artemis III 2027 წლის შუა პერიოდისთვის არის დაგეგმილი, რაც იმას ნიშნავს, რომ სულ რამდენიმე წელი დარჩა მანამდე, სანამ Oakley-ის ტექნოლოგიას მთვარეზე ვიხილავთ…

რას ვთმობთ, რას ვიღებთ და როგორ ვაშენებთ ლიდერობას ახლიდან

სტივ ბუშემი დედამიწას უტევს — Telstra კიბერუსაფრთხოებაზე იუმორისტულ რეკლამას გვთავაზობს