in

NASA-მ დედამიწასთან ახლომყოფი ასტეროიდების ფოტოები გააზიარა

გასული კვირა დედამიწისთვის უჩვეულო იყო, რადგან ორმა ასტეროიდმა მასთან საკმაოდ ახლოს ჩაიარა. საშიშად არც 2024 MK-ს და არც 2011 UL21-ს მიიჩნევენ, თუმცა ფაქტია, ორივე მოექცა რადარის გამოსახულებაში. ამიტომ, ნასამ გადაწყვიტა, ეს ამბავი რამდენიმე ფოტოზე აღებეჭდა.

M2
M2

ოღონდ ეს მხოლოდ სურათები კი არა, მეცნიერებისთვის შესანიშნავი შანსია, შეისწავლონ იმ ქვების მახასიათებლები, რომლებიც დედამიწასთან ახლოს მოძრაობს. თანაც მიღებული ინფორმაციები მომავალში იმგვარი სტრატეგიების შემუშავებაში შეგვიძლია, დავიხმაროთ, რომლითაც ასტეროიდებს ავიცილებთ. 

მართალია, ასტეროიდების უმრავლესობა არ არის საშიში ჩვენი პლანეტისთვის, რადგან თავის ორბიტას მიუყვება, მაგრამ ყველაფერი, რაც დედამიწიდან გარკვეულ მანძილზეა ან გარკვეული სიკაშკაშისაა, მაინც კლასიფიცირდება, როგორც პოტენციურად საშიში. აქ იმ დაშვებას აკეთებენ, რომ რაღაც ჩვენთვის მოულოდნელი შეიძლება, მოხდეს, მაგალითად სხვა ობიექტთან შეჯახების შედეგად მიმართულების ცვლილება. ეს ორი ასტეროიდიც აღნიშნულ კატეგორიაში თავსდება, თუმცა, საბედნიეროდ, არაფერი მომხდარა. 

2011 UL21-მ დედამიწას 27 ივნისს 6.6 მილიონი კილომეტრის მანძილზე ჩაუარა, ხოლო 2 დღის შემდეგ 2024 MK გამოჩნდა, 29 ივნისს მინიმუმ 295 000 კილომეტრის მანძილზე. თუმცა არ გეგონოთ, რომ მათი დაფიქსირება ადვილია, კი ახლოსაა და დიდ ასტეროიდებსაც მიაკუთვნებენ, მაგრამ ყველაფერთან შედარებით, მაინც პატარა წერტილებად ჩანს. თუმცა მიზანს რომ მიეღწიათ, დიდი რადარის ტელესკოპი გამოიყენეს, რომელიც რადიოტალღებს კოსმოსში გადასცემს, საპასუხო სიგნალსაც იღებს და ასე მეცნიერებს სურათების აგების საშუალებას აძლევს.

იმის გამო, რომ 2024 MK უფრო ახლოს იყო, რაც თითქმის ყოველ რამდენიმე ათწლეულში ხდება, უფრო დეტალური ფოტოების გადაღება შეძლეს. მხოლოდ 16 ივნისს აღმოაჩინეს, რომ მისი ორბიტა დედამიწის გრავიტაციამ შეცვალა. ამან მეცნიერებს საშუალება მისცა, შეესწავლათ, როგორ იმოქმედებდა იგი მომავალში და გვეუბნებიან, რომ ჯერჯერობით იგი ჩვენთვის საფრთხეს კვლავ არ წარმოადგენს.

არაჩვეულებრივი შესაძლებლობა იყო, შეგვესწავლა დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდის ფიზიკური მახასიათებლები და დეტალები, — აცხადებს ლანს ბენერი, ასტრონომი.

თუმცა უფრო დიდი დისტანციის გამო 2011 UL21-ზე მსგავსი დეტალური ინფორმაცია ვერ მივიღეთ. მიუხედავად ამისა, სიურპრიზი მაინც შემოგვინახა 1.5 კილომეტრი სიგანის მქონე თანმხლები ასტეროიდით, ასტრონომებმა პატარა მთვარე დააფიქსირეს, რომელიც 3 კილომეტრ ორბიტალურ მანძილზე იმყოფებოდა — ფიქრობენ, რომ ასტეროიდების ⅔ ბინარული სისტემებია. მათი აღმოჩენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ასტეროიდების გაზომვები შეგვიძლია მათივე ორბიტების, მასისა და სიმკვრივის შესაფასებლად გამოვიყენოთ, რაც მთავარი ინფორმაციაა იმისათვის, რომ გავიგოთ, როგორ შეიძლება ჩამოყალიბდნენ.

Tesla მანქანის თვითმწმენდი ინტერიერის იდეაზე მუშაობს

საინტერესო პოდკასტი | Mind Mapping — ვისწავლოთ, როგორ ვისწავლოთ