in

კიდევ 6 თვე კოსმოსში — ISS-ზე ჩარჩენილ ასტრონავტებს NASA თებერვალში დააბრუნებს

3 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც Boeing Starliner-ის ეკიპაჟის წევრები ISS-ზე არიან, არადა სულ 8 დღე უნდა დარჩენილიყვნენ… სწორედ ამიტომ მოგვიწია თქვენთვის ამ ამბიდან ერთი თვის შემდეგ იმის თქმა, რომ ნასა ISS-ზე ჩასულ ასტრონავტებს სახლში ვეღარ აბრუნებდა და ეს მართლაც ასე იყო. თუმცა ახლა კარგი ამბავი გვაქვს — სულ ახლახან გავიგეთ, რომ ორი ამერიკელი ასტრონავტი სუნი უილიამსი და ბაჩ უილმორი ISS-ზე კიდევ 6 თვე გაჩერდებიან, სახლში კი Starliner-ის ეკიპაჟის წევრები თებერვალში კონკურენტი SpaceX-ით დაბრუნდებიან!

M2
M2

შეგახსენებთ, რომ 10 წლის წინ, ანუ მას შემდეგ, რაც Space Shuttle გამოუსადეგარი გახდა, ნასამ ორი ახალი ხომალდი შეუკვეთა Boeing-სა და SpaceX-ს, რომელთაც ასტრონავტების ISS-ზე გადაყვანა შეეძლებოდა. ორი კი ზუსტად იმიტომ სჭირდებოდათ, რომ სარეზერვო გეგმა ჰქონოდათ… 

გამომდინარე იქიდან, რომ Boeing-ის კოსმოსური ხომალდით დაბრუნება ე. წ. ტრასტერის ხარვეზის გამო დიდი ხნით გადაიდო, ნასას ადმინისტრატორმა ბილ ნელსონმა განაცხადა, რომ Starliner ეკიპაჟის გარეშე დაბრუნდება. აქვე შეგვახსენებს, რომ კოსმოსური ფრენები სარისკოა და უსაფრთხოების გარანტიები უნდა არსებობდეს… მართალია, ახლა Boeing-ის შესაძლებლობებში დარწმუნებულნი აღარ არიან, მაგრამ მასზე მუშაობას გააგრძელებენ და სწამთ, რომ მომავალში იგი კიდევ გაუშვებს Starliner-ს თავისივე ეკიპაჟით.

რაც შეეხება დედამიწაზე SpaceX-ით დაბრუნებას, რაღა თქმა უნდა, ეს ცუდად აისახება ამერიკული Boeing-ის, მოდით ვთქვათ, ისედაც შელახულ იმიჯზე, რაც უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემებისა და ხარისხის კონტროლის სისუსტის გამო ჩამოუყალიბდათ. SpaceX-ს კი ბოლო წლებში ცალსახა უპირატესობა ჰქონდა, ჩათვალეთ, რომ ერთადერთი მოწყობილობა იყო, რომელიც ბოლო 4 წელი ასტრონავტების ტაქსის ფუნქციას ასრულებდა. 

საინტერესოა, რომ წლევანდელი Starliner-ის ფრენა ბოლო სატესტო ცდა უნდა ყოფილიყო მანამ, სანამ იგი ჩვეულებრივ ოპერაციებს შეუდგებოდა… მომავალში რა მოხდება, ამას დრო გვაჩვენებს, ახლა კი იმით გვამშვიდებენ, რომ ISS-ზე დარჩენილ ასტრონავტებს მარაგებიც აქვთ და გადამზადებულნიც არიან კოსმოსში დიდხანს ცხოვრებისთვის.

30 აგვისტო – 15 სექტემბერი BACK TO SCHOOL სითი მოლში

Microsoft-მა შშმ პირებისთვის ჯოისტიკი გამოუშვა