in

NASA-ს ფოტოგრაფმა ISS, მთვარე და ავრორა ერთ კადრში მოაქცია

ეს სურათი ISS-ისა და NASA-ს ასტრონავტ მეთიუ დომინიკს ეკუთვნის, რომელიც Expedition 71-ის ეკიპაჟის ვეტერანი ფოტოგრაფია — ავრორა ბოლო რამდენიმე დღე საოცარი იყო, შესანიშნავი დრო გახლდათ ახალი ლინზების გამოსაცდელად, რომლებიც სულ ახლახან მივიღეთ Cygnus-ის კოსმოსური ხომალდიდან.

M2
M2

შეგახსენებთ, რომ ავრორა მაშინ ხდება, როცა მზის დამუხტული ნაწილაკები დედამიწის ატმოსფეროში არსებულ გაზის მოლეკულებთან ურთიერთქმედებს. გაზის მოლეკულები სინათლეს ასხივებს, როცა მაღალ ენერგეტიკულ დონეებამდე აღწევს, განსხვავებული მოლეკულები კი განსხვავებულ ფერს გვთავაზობს. მაგალითისთვის მწვანე ჟანგბადის ფერია. 

მთვარეს ჰორიზონტისკენ აქვს გეზი აღებული, რათა წითელ და მწვანე ავრორებში გამოირჩეოდეს… მგონი, იღბლიანი ვარ, რომ ამ კადრის დაჭერა მოვახერხე, — წერს დომინიკი ინსტაგრამზე.

აქ ავრორას აქტივობის პიკია აღბეჭდილი. კოსმოსურ ხომალდებსაც ვხედავთ, იქნება ეს Boeing-ის Starliner თუ SpaceX-ის Crew Dragon. შესაძლოა, ეს უკანასკნელი რუსეთის Soyuz-იც იყოს.

დომინიკის თქმით, ISS-ზე მან უკვე 200 000-ზე მეტი ფოტო დააგროვა, მისია კი კიდევ ნახევარი წელი უნდა გაგრძელდეს. მართალია, ამ სურათების უმეტესობა თავისუფალ დროს გადაიღო, მაგრამ როგორც ყველა ასტრონავტი, იგი ფოტოებს დედამიწის დაკვირვებისა და ISS-ის შენარჩუნების მიზნებისთვისაც იღებს… 

ხორბლის სერტიფიცირებული სათესლე მასალა „აგროსფეროსა“ და Saatbau-სგან

კოტე თოხაძე – გაიცანი წარმატებული სტეპერები