in

NASA-ს რობოტი, რომელიც კოსმოსში უცხოპლანეტელების საპოვნელად შეიქმნა

veon
veon

NASA-სა დაThe University of Western Australia-ს თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა რობოტი, რომლის მიზანიც კოსმოსში ჩვენთვის უცნობი სიცოცხლის კვალის აღმოჩენაა. რობოტი სახელად BRUIE, მისი ბორბლების გამო, დისტანციუირად მართვად სათამაშოს მოგაგონებთ. თუმცა ამ ბორბლებს, საჭიროების შემთხვევაში, ყინულზე გადაადგილება შეუძლიათ. როგორც ამბობენ, მისი დახმარებით ნასა შეძლებს შორეულ ეგზოპლანეტებზე ოკეანეებისა და ყინულოვანი ზედაპირების შესწავლას.

BRUIE არქტიკასა და ანტარქტიდაზე გამოსცადეს. ინჟინრების თქმით, ეს ზედაპირი ახლოსაა იმ პირობებთან, რომელზეც რობოტი კოსმოსური მოგზაურობისას მოხვდება. 2020 წლის 3 აპრილს გავრცელებულ პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ რობოტის დიზაინი, კონკრეტულად კი, მისი ბორბლები იძლევა საშუალებას, მეცნიერებისთვის საინტერესო ინფორმაცია მოგროვდეს სხვადასხვა ეგზოპლანეტიდან. სამომავლოდ კი, BRUIE-ის მსგავსი ტექნოლოგიური პროდუქტების დახმარებით, კოსმოსისა და მასში არსებული ჩვენთვის უცნობი სიცოცხლის შესახებ ინფორმაციის მოგროვება უფრო გამარტივდება.

რელიზიდანვე ვიგებთ, რომ BRUIE შესაძლოა მისია Europa-ს ფარგლებში, იუპიტერის მთვარე ევროპაზე გააგზავნონ, რომელიც ამ ეტაპზე, ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია, სადაც სიცოცხლე შესაძლოა იყოს. ჯერჯერობით, ზუსტად არ ვიცით, როდის დაიწყებს BRUIE, სხვა რობოტებთან ერთად, იუპიტერის ყინულოვან თანამგზავრზე, სიცოცხლის ნიშანწყალის ძიებას.

4-ეტაპი, რომელიც ბრენდებს ახალი რეალობისთვის მარკეტინგ გეგმის შედგენაში დაეხმარება

Desk.ge, შექმენით პროფესიონალური საიტი თქვენი ბიზნესისთვის