in

NASA ჩრდილოეთის ნათებისკენ ორ რაკეტას გაუშვებს

მართალია, თავდაპირველად რაკეტების გაშვება ცუდი ამინდის გამო ჩაიშალა, მაგრამ ახლა NASA კვლავ იმედოვნებს, რომ ორ რაკეტას ალასკიდან ჩრდილოეთის ნათებებამდე გაუშვებს.

M2
M2

მწვანე ფერები ცაზე ბუნებრივად ჩნდება მაშინ, როცა დამუხტული ნაწილაკები დედამიწის მაგნიტოსფეროსთან ურთიერთქმედებს. ახლა კი მეცნიერებს სურთ, მეტი შეიტყონ ამის შესახებ. კონკრეტულად კი მათ ჩრდილოეთის ნათების შიგნით ტემპერატურის, პლაზმის სიმკვრივისა და ქარის მოძრაობის გაზომვა სურთ. 

ბოლო ამინდის პროგნოზი კარგი იყო, იმედია, ნათებები მალე გამოჩნდება და ჩვენ შევძლებთ ორი რაკეტის გაშვებას, Youtube-ის არხიც მალე ამოქმედდება, — ვკითხულობთ Poker Flat-ის ტვიტერზე.

ჩრდილოეთის ნათება რომ საოცარი სანახავია, ამაზეც ყველა ვთანხმდებით, მას ზოგიერთი კულტურის წარმომადგენლისთვის სულიერი მნიშვნელობაც აქვს… ახლა კი მეცნიერები იმის გაგებაში დაგვეხმარებიან, როგორ ცვლის დედამიწა ენერგიას სივრცესთან. პლანეტის ზედაპირიდან 125 მილის სიმაღლეზე ასვლის შემდეგ კი, ასტრონომმა სტივენ კეპლერმა თქვა, რომ მისი გუნდი უკეთ გაიგებდა იმ სასაზღვრო ფენის შესახებ, სადაც პლაზმა ნეიტრონულ გაზთან ურთიერთქმედებდა. თუმცა იმასაც ამბობს, რომ შედეგების პროგნოზირება სასაზღვრო ხაზის შესახებ რთულია.

„ეს ფაქტორები ფიზიკის ამ მოვლენას შესასწავლად უფრო საინტერესოს ხდის“, — აცხადებს სტივენ კეპლერი.

რობოტი ბანანს საკუთარი ხელით არჩევს

2023 წელს მერსედესი საიუბილეო G-Class-ს გამოუშვებს