in

Nasa „მთვარის საათს“ ქმნის

ამბავი ასეთია — თეთრმა სახლმა ნასას მიმართა, რათა საერთო დრო შექმნას მთვარისა და სხვა ციური სხეულებისთვის, რადგან მთავრობები და კერძო კომპანიები კოსმოსში მზარდ კონკურენციაში არიან ჩაბმულნი… ამერიკას სურს, საერთაშორისო ნორმები დააწესოს დედამიწის ორბიტის მიღმა, ამიტომ თეთრი სახლის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განყოფილებამ (OSTP) ამერიკულ კოსმოსურ სააგენტოს დაავალა, ჩამოაყალიბოს გეგმა 2026 წლის ბოლოსთვის იმ დროისთვის, რომელსაც Coordinated Lunar Time ეწოდება. 

M2
M2

რადგან ნასა, კერძო კომპანიები და კოსმოსური სააგენტოები მსოფლიოს მასშტაბით უშვებენ მისიებს მთვარეზე, მარსზე და მის მიღმა, მნიშვნელოვანია, ჩამოყალიბოთ ციური დროის სტანდარტი უსაფრთხოებისა და სიზუსტისთვის, — აცხადებს სტივ ველბი, OSTP-დან.

ისიც აღნიშნა, რომ დრო განსხვავებულად გადის იმისდა მიხედვით, თუ კოსმოსის რომელ პოზიციაზე იმყოფებიან — დროის განსაზღვრება ოპერატორებს შორის კოსმოსში კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რათა წარმატებით განვსაზღვროთ არსებული შესაძლებლობები, მოვახერხოთ ნავიგაცია და კომუნიკაცია“.

მიზანი ის არის, რომ Coordinate Lunar Time (LTC) მიებას Coordinated Universal Time-ს (UTC), ამჟამინდელ დროის სტანდარტს მთელ მსოფლიოში, რომელიც დედამიწის დროს არეგულირებს. ამგვარად, თეთრმა სახლმა ნასას მოუწოდა სხვადასხვა დეპარტამენტთან ერთად იმუშაოს, რათა დროის სტანდარტის სტრატეგია მიაწოდოს მას, რომელიც გააუმჯობესებს ნავიგაციასა და სხვა ოპერაციებს დედამიწასა და მთვარეს შორის არსებულ სივრცეში.

სტანდარტი ოთხ მახასიათებელზე იქნება ფოკუსირებული — UTC-სთან ბმა, სიზუსტე, რომელიც საჭიროა ნავიგაციისა და მეცნიერებისთვის, დედამიწასთან კონტაქტის დაკარგვისადმი მდგრადობა და დედამიწასა და მთვარეს შორის არსებული სივრცის მიღმა მასშტაბირება — ზუსტად ისე, როგორც Terrestrial Time დგინდება დედამიწაზე ატომური საათების მეშვეობით, მთვარის საათები, შესაძლოა, მთვარის დროის დადგენაში დაგვეხმაროს.

არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამერიკა მთვარეზე დაბრუნებას 2026 წლისთვის გეგმავს…

Boston Dynamics მფრინავი რობოტების წარმოებას იწყებს

„ილაპარაკე საქართველოსთვის“ — ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის კამპანია