in

NASA და Colgate ასტრონავტებისთვის ჰიგიენურ საშუალებებს ერთად შექმნიან

მომდევნო წლებში კოსმოსში მეტი ასტრონავტის გამგზავრება იგეგმება, რაც ტექნიკურ თუ მეცნიერულ უზრუნველყოფასთან ერთად, უშუალოდ ადამიანური ფაქტორების გათვალისწინებასაც საჭიროებს. ამჟამად NASA-მ გადაწყვიტა, Colgate-Palmolive-თან გაერთიანდეს, რათა პირადი ჰიგიენის ინოვაციური საშუალებები შეიმუშაოს. 

M2
M2

ამ მიზნის მისაღწევად, კოსმოსური აქტის შეთანხმების (SAA) მიხედვით, ყოფილი ასტრონავტი დოქტორი კედი კოულმენი იმუშავებს ფირმასთან ერთად, როგორც მრჩეველი. Colgate-ის თქმით, საბოლოო მიზანია „ყველასთვის ჯანსაღი მომავლის ხელახლა წარმოდგენა“, რაც მოიცავს ახალი ტექნოლოგიების ტესტირებას პირის ღრუს, კანის ჯანმრთელობისა და პირადი მოვლის საშუალებებში.

თავის მხრივ, ეს პროდუქტები, რომლებიც სპეციალურად შემუშავებული იქნება მომავალი კოსმოსური მოგზაურებისთვის, ემსახურება ორბიტაზე მყოფი ადამიანების ჯანმრთელობის შენარჩუნებას ან გაუმჯობესებას ხანგრძლივი მისიის დაწყებამდე, მის დროს თუ მის შემდეგ.

ეს ნიშნავს, რომ მკვლევრებს შეეძლებათ ჩაატარონ ექსპერიმენტები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (ISS) — ისინი ახალ იდეებს ინოვაციების აღმოჩენა/დაჩქარების მიზნით გამოცდიან. გარდა ამისა, პარტნიორობა მდგრადი განვითარების კონცეფციას ეფუძნება, რაც ჰიგიენური საშუალებების ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატივებს მოიაზრებს.

„მოხარულები ვართ ნასასთან თანამშრომლობით. აღფრთოვანებული ვარ იმის დანახვით, თუ როგორ შეუძლია კოსმოსში მოგზაურობას სპეციფიკური პირობების, აზრებისა და გადაწყვეტილებების შთაგონება. ეს ყველაფერი უფრო ჯანსაღი მომავლის სათავეა“, — ამბობს სტეფან ჰაბიფი, Colgate-ის ტექნოლოგიების მთავარი ხელმძღვანელი.

კიდევ ერთი ამერიკული ინვესტიცია საქართველოში — ინოვაცია, რომელიც მომავალს ქმნის

რატომ გათეთრდა სამხრეთ ინგლისში მდინარე?