in

NASA და IBM კლიმატის ცვლილებების მონიტორინგისთვის GPT მოდელს ქმნიან

მანქანათმცოდნეობის კომპანია Hugging Face და IBM ნასასთან თანამშრომლობენ, რათა საკუთარი GPT სერვისი შექმნან. ეს უკანასკნელი საზოგადოებას ახალ გეოსივრცულ ინფორმაციებს მიაწვდის, რაც უამრავ შესაძლებლობას გახსნის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული კლიმატისა და გეოლოგიის აპლიკაციებისთვის.

M2
M2

ამ მოდელის ერთ-ერთი უნიკალური მახასიათებელი მის უზარმაზარ მასშტაბებში მდგომარეობს, რაც მას ყველაზე დიდ გეოსივრცულ სისტემად აქცევს. NASA-ს სატელიტური მონაცემების, კონკრეტულად ჰარმონიზებული Landsat Sentinel-2 თანამგზავრის (HLS), საფუძველზე აგებული მოდელი ინტენსიურად ვითარდებოდა ერთი წლის განმავლობაში. შედეგად, მას წყალდიდობასა და ხანძრის შემთხვევებშიც შეეძლება ღირებული მონაცემების მოპოვება.

უპირველეს ყოვლისა, ინიციატივა მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის ხელმისაწვდომობის დემოკრატიზებას კლიმატისა და დედამიწის მეცნიერებაში; ასევე, სურთ, მკვლევრებს მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენება თანაბრად შეეძლოთ.

ამ გეოსივრცული მოდელის კიდევ ერთი უპირატესობა მისი მრავალმხრივობაა. სისტემის ეფექტურად გამოყენება შესაძლებელია ისეთი ამოცანებისთვის, როგორებიცაა ტყეების გაჩეხვის მონიტორინგი, მოსავლიანობის პროგნოზირება და სათბურის ემისიების დაფიქსირება. შესაბამისად, გარემოსდაცვითი კვლევების თუ შესაბამისი ოპერაციების გასატარებლად, ეს ინოვაციური მოდელი უდიდეს როლს შეასრულებს.

ამჟამად IBM-ისა და NASA-ს მკვლევრები კლარკის უნივერსიტეტთან მუშაობენ, რათა მოდელის შესაძლებლობები გააუმჯობესონ და სხვადასხვა აპლიკაციასთან მარტივად თავსებადი გახადონ. „ღია კოდის ტექნოლოგიები არსებით როლს ასრულებს ისეთი კრიტიკული სფეროების განვითარებაში, როგორიცაა კლიმატის ცვლილებებზე დაკვირვება. IBM-ის მოდელის ძალისხმევით, რომელიც მოქნილი AI სისტემების შექმნას ისახავს მიზნად, ჩვენს წინაშე არსებულ გლობალურ პრობლემებს გაცილებით სწრაფად და მარტივად მოვაგვარებთ“, — აღნიშნავს IBM Research AI-ის წარმომადგენელი.

როგორ შევიცვალოთ პროფესია 20-წლიანი კარიერის შემდეგ?

„შვლის ნუკრის სევდა, არწივის ტკივილი და ხმელი ფესვების ძახილი“ თბილისის ქუჩაზე – „ნიკოს” კიდევ ერთი მურალი