in

NASA-მ ასტეროიდს თავისი ხომალდი შეაჯახა და ტრაექტორია შეუცვალა — ისტორიაში პირველად

კოსმოსში 10 თვის ფრენის შემდეგ NASA’s Double Asteroid Redirection Test-მა (DART) წარმატებით იმუშავა — ეს მსოფლიოში პირველი პლანეტარული თავდაცვითი ტექნოლოგიის დემონსტრირებაა და მან წარმატებით იმოქმედა მის ასტეროიდულ სამიზნეზე, დაეჯახა და მიმართულებაც კი შეუცვალა! თანაც, ეს სააგენტოს პირველი მცდელობა იყო. 

M2
M2

როგორც NASA–ს პლანეტარული თავდაცვის სტრატეგიის ნაწილი, DART-ის გავლენა ასტეროიდულ Dimorphos-ზე პლანეტის ასტეროიდისა და კომეტებისგან დასაცავად სიცოცხლისუნარიან შემამსუბუქებელ ტექნიკას გვაჩვენებს. მისიას კი ჯონ ჰოპკინსის ფიზიკის ლაბორატორია (APL) აკონტროლებდა. 

DART წარმოადგენს უპრეცედენტო წარმატებას პლანეტარული თავდაცვისთვის, მაგრამ ის ასევე არის მისია, რომელსაც რეალური სარგებელი აქვს მთელი კაცობრიობისთვის, Nasa მუშაობს ჩვენი სახლის დასაცავად. საერთაშორისო თანამშრომლობამ კი სამეცნიერო ფანტასტიკა სამეცნიერო ფაქტად აქცია, რაც დედამიწის დაცვის ერთ გზას გვთავაზობს, — ამბობს ბილ ნელსონი, NASA-ს ადმინისტრატორი. 

ამ შემთხვევაში DART-ის მიზანი ასტეროიდის მთვარე Dimorphos იყო, პატარა სხეული 160-მეტრიანი დიამეტრით, რომელიც უფრო დიდი, 780-მეტრიანი ასტეროიდის ირგვლივ ბრუნავს და მას Didymos-ს უწოდებენ. თუმცა მათგან არცერთი წარმოადგენს საფრთხეს დედამიწისთვის. 

მისიამ დაადასტურა, რომ NASA-ს შეუძლია კოსმოსური ხომალდის წარმატებით ნავიგაცია, რათა განზრახ შეეჯახოს ასტეროიდს და შეცვალოს მისი მიმართულება. კონკრეტული ტექნიკა კი კინეტიკური ზემოქმედების სახელით არის ცნობილი. 

ახლა უკვე საგამოძიებო ჯგუფი Dimorphos-ს ჩვენი ტელესკოპებით დააკვირდება, რათა დაადასტუროს, რომ DART-ის გავლენამ Didymos-ის გარშემო ასტეროიდის ორბიტა შეცვალა. მკვლევრები ფიქრობენ, რომ ორბიტა 10 წუთში დაახლოებით 1%-ით შეიცვლება. ხოლო ამის ზუსტად განსაზღვრა, სრულმასშტაბიანი ტესტის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია.

კოსმოსური ხომალდის ინსტრუმენტი DRACO დახვეწილი ნავიგაციისა და კონტროლის სისტემასთან ერთად, რომელიც, თავის მხრივ, SMART NAV-ის ალგორითმებთან ერთად მუშაობს, საშუალებას მისცემს DART-ს, დაადგინოს და განასხვაოს ერთმანეთისგან 2 ასტეროიდი. საინტერესოა ისიც, რომ DRACO-ს სურათებმა Dimorphos-ის ზედაპირის უფრო დეტალური ფოტოები წარმოგვიდგინა. 

DART ემატება იმ მნიშვნელოვან ხელსაწყოებს, რომლებიც უნდა გამოვიყენოთ დედამიწის ასტეროიდებისგან დასაცავად. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უკვე აღარ ვართ უძლურები მსგავსი კატასტროფების თავიდან აცილებისას. კიდევ ერთ NEO-ს პლანეტარულ თავდაცვის მისიასთან ერთად უზრუნველყოფს იმას, რაც ჩვენ დღეს გადარჩენისთვის გვჭირდება, — ლინდლი ჯონსონი, NASA-დან. 

უახლოეს კვირებში მეცნიერები ზუსტად გაზომავენ Dimorphos-ის ორბიტალურ ცვლილებას, რათა დადგინდეს, რამდენად ეფექტური იყო DART-ის ასტეროიდზე ზემოქმედება. შედეგები კი სამეცნიერო კომპიუტერული მოდელების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს და გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება ამ მეთოდის ეფექტურობის შესაფასებლად, როგორც ასტეროიდზე ზემოქმედების საიმედო მეთოდი. 

მისია წარმოუდგენელ მომზადებასა და სიზუსტეს მოითხოვდა, გუნდმა კი ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. ტექნოლოგიის დემონსტრაციის ჭეშმარიტად საინტერესო წარმატების მიღმა, DART-ზე დაფუძნებული შესაძლებლობები ერთ დღეს შეიძლება ასტეროიდის კურსის შესაცვლელად გამოვიყენოთ, რათა დავიცვათ ჩვენი პლანეტა და შევინარჩუნოთ სიცოცხლე დედამიწაზე, — ამბობს რალფ სემელი, APL-ის ხელმძღვანელი. 

აქედან 4 წელში კი ევროპის კოსმოსური სააგენტოს HERA-ს პროექტი დეტალურ კვლევას ჩაატარებს, როგორც Dimorphos-ზე, ისე Didymos-ზე. ხოლო განსაკუთრებულ ყურადღებას DART-ის შეჯახების შედეგად დატოვებულ კრატერზე და დიმორფოსის მასის ზუსტ გაზომვებზე გაამახვილებენ. 

4D ულტრაბგერითი სკანირება აჩვენებს, რომ ნაყოფი კომბოსტოს ჭამისას ტირის

ლიბერთის ახალი აქცია სამომხმარებლო სესხზე