in

NASA დედამიწის ყველაზე შორეულ ფოტოებს გვიზიარებს

ნასას მკვლევარი რობოტები მარსის ირგვლივ კი მოძრაობენ, სატურნის ირგვლივაც დაფრინავენ და, ზოგადად, ვარსკვლავთშორის სივრცეშიც, რათა რაც შეიძლება მეტი გაიგონ კოსმოსის საიდუმლოებების შესახებ და ამასობაში სხვა პლანეტაზე ცხოვრების ოცნებაც რეალობას მიაახლოონ, მაგრამ მეცნიერებს გული მაინც სახლისკენ მიუწევთ… ამიტომ, ხშირად თავიანთ რობოტებს ყველაზე ცოცხალი წერტილისკენ მიაპყრობენ კოსმოსში.

M2
M2

თითქმის ყველა მისიის დროს ჩვენ ვბრუნდებით და სურათს ვუღებთ სახლს. თითქოს დაუძლეველი სურვილი არსებობს, სახლისკენ გაიხედო…, — აცხადებს ბილ ბარი, ასტრონომი.

ამგვარად, ბოლოს, როცა NASA-ს კოსმოსური ხომალდი OSIRIS-REx დედამიწისკენ შემოაბრუნეს, ოკეანეებით დაფარული პლანეტის ყველაზე შორეული ხედვაც შემოგვთავაზეს მათ შორის, რაც კაცობრიობის ისტორიაში ოდესმე გადაღებულა. ეს იმასაც შეგვახსენებს, რომ ჩვენ თუ სხვა ობიექტების, სამყაროების, ვარსკვლავებისა თუ გალაქტიკების ყურებისას მხოლოდ წერტილებს ვხედავთ, კოსმოსის დანარჩენი ნაწილისთვისაც ჩვენც ერთ წერტილად ვჩანვართ უზარმაზარ სივრცეში. 

1 286 400 კილომეტრიდან კვლავ შეგვიძლია, დავინახოთ დედამიწა თავისივე ცისფერი ელფერით და მის მეგზურ მთვარესაც დავაკვირდეთ. ამ შავ-თეთრ ფოტოში დედამიწა და მთვარე ერთმანეთისგან დაახლოებით მეოთხედი მილიონი მილის დაშორებით არიან. 

აღსანიშნავია ისიც, რომ OSIRIS-REx კოსმოსში ასტეროიდი Bennu-ს ნიმუშის წამოსაღებად გაგზავნეს, რომელიც მალე სხვა მკვლევარი რობოტებისგან განსხვავებით სახლში დაბრუნდება და ამ ნიმუშს დედამიწის ატმოსფეროში ჩამოაგდებს.

თუმცა აქამდე 2004 წელს დედამიწა მარსის ზედაპირიდანაც ვნახეთ:

შემდგომ Juno-ს კოსმოსური ხომალდის ობიექტივშიც მოექცა:

უკვე 2013 წელს კი სატურნის დიდებული რგოლებიდან დავინახეთ:

მერკურიდანაც, რომელიც 97 600 კილომეტრით იყო დაშორებული:

Deep Space Climate Observatory-ის (DSCOVR) სატელიტმა კი მთვარის ბნელი მხარეც გვაჩვენა დედამიწის ფონზე:

დაბოლოს, არც ლეგენდარული Pale Blue Dot უნდა დავივიწყოთ, რომელიც, OSIRIS-REx-ის მსგავსად, დედამიწის შორეულ ხედს გვაჩვენებს:

გაიცანით 500 Global in Eurasia-ს მეექვსე ნაკადის მენტორები – ტიმურ დაუდპოტას გზა სტარტაპერობიდან მენტორობამდე

თიბისის მოსწავლის და სტუდენტის ნაკრებს მუდმივი შეთავაზებები დაემატა