in

როგორ აპირებს NASA დედამიწის ასტეროიდებისგან დაცვას?

ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით სამყაროს შესახებ — თუ რა ხდება დედამიწის ატმოსფეროს გარეთ… მეცნიერები გამუდმებით იკვლევენ და სწავლობენ კოსმოსურ სივრცეს, რისი მეშვეობითაც, გამუდმებით ვაფართოებთ ჩვენს წარმოდგენებს. ამასთან, ამ უკიდეგანო სივრცეში უამრავი ისეთი რამ არსებობს, რისგან თავის დაცვის გზებზეც გვიწევს ფიქრი. მათ შორისაა ასტეროიდის შეჩერების შესაძლებლობა.

M2
M2

ზოგიერთი ასტეროიდის ზომის გათვალისწინებით, გასაკვირი არ არის, რომ NASA და სხვა კოსმოსური სააგენტოები ადეკვატურ შიშს გამოთქვამენ შეჯახების მიმართ. NASA ამტკიცებს, რომ ასტეროიდს, სულ მცირე 460 ფუტის დიამეტრით, მთელი ქალაქის განადგურება შეუძლია. გარდა ამისა, უფრო დიდი მასშტაბის ასტეროიდს (მაგ., 0.6 მილი) გლობალური ეფექტების ან, თუნდაც, კაცობრიობის გადაშენების საფრთხეც ახლავს თან.

და რას ვაკეთებთ ამ დამანგრეველი საფრთხეების საპასუხოდ?

ასტეროიდების ზემოქმედების შეჩერების გზების მოძიების მცდელობა უკვე დიდი ხანია არსებობს. მაგალითად, NASA ამ ეტაპისთვის 28 266 ობიექტს ადევნებს თვალს და მათგან 800-ზე მეტი საკმარისზე იმისათვის, რომ პლანეტასთან შეჯახების შემთხვევაში გლობალური შედეგები გამოიწვიოს. თუმცა, როგორც ჩანს, ეს რიცხვი საკმარისი არ არის. NASA კოსმოსური ტელესკოპის შექმნას გეგმავს, რომელიც ინფრაწითელ სინათლეს დედამიწის ორბიტიდან 30 მილიონი მილის მანძილზე ნებისმიერი ობიექტის აღმოსაჩენად და აღსაწერად გამოიყენებს.

დაკვირვება ერთია, მაგრამ საინტერესოა, როგორ გეგმავს სააგენტო ასტეროიდების ზემოქმედების სრულად შეჩერებას? 

პირველი — Double Asteroid Redirection Test (DART). ეს კოსმოსური ხომალდი შექმნილია ასტეროიდებთან შეჯახებისთვის, რათა მათი კურსი შეცვალოს. ამჟამად DART-ის ტესტირება მიმდინარეობს და, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლოს ხომალდი თავის სამიზნეს მიუახლოვდება, სახელწოდებით Didymos B.

კიდევ ერთი შესაძლო ვარიანტია ასტეროიდის მახლობლად ატომური ქობინის აფეთქება. მაგრამ ეს მხოლოდ ძალიან დიდ ასტეროიდებს ეხება. ამიტომაც, NASA სხვა ალტერნატივასაც განიხილავს — კერძოდ, კოსმოსური ხომალდის პატარა ასტეროიდებთან ძალიან ახლოს განთავსება. ასე ობიექტის ორბიტის შეცვლა იქნება შესაძლებელი.

რა თქმა უნდა, ასტეროიდის ტრაექტორიის შეცვლა ადვილი არ იქნება. და თუ NASA-ს ნამდვილად სურს ეს, მას საფრთხის ადრეული აღმოჩენა და შემდეგ პოტენციური პრობლემების შერბილების გზების შემუშავება დასჭირდება.

ინსტაგრამის მომხმარებელი პოსტზე პროდუქტის მონიშვნას შეძლებს

როგორ ვკონცენტრირდეთ საქმეზე ომის დროს?