in

NASA მთელ კოსმოსურ კონტენტს ერთ ციფრულ ბაზაში აერთიანებს — მასზე წვდომა ყველას ექნება

NASA გიგანტურ ნახტომს აკეთებს ციფრულ სამყაროში, რაც სამეცნიერო ვებგვერდის განახლებას და სტრიმინგ სერვის NASA+-ს უკავშირდება. ამ ცვლილებები მიზანი სააგენტოს მნიშვნელოვანი კონტენტის გარე ჰორიზონტზე გამოტანა და ხალხისთვის საჯარო წვდომის მიცემაა — იქნება ეს კვლევები, კლიმატის მონაცემები, კოსმოსურ მისიებთან დაკავშირებული სიახლეები თუ სხვა.

M2
M2

განახლებული nasa.gov და science.nasa.gov ვებგვერდები აღჭურვილი იქნება მულტიმედია ბიბლიოთეკით, ძველი ჩანაწერებითა და მიმდინარე მონაცემებზე დაფუძნებული სიახლეებით. „ჩვენი ციფრული ტრანსფორმაცია დაგვეხმარება, უკეთ გიამბოთ იმის შესახებ, თუ როგორ იკვლევს ნასა უცნობ სივრცეებს, შთაგაგონებთ აღმოჩენებით და კაცობრიობის სასარგებლო ინოვაციებს ავითარებს“, — ამბობს მარკ ეტკინდი, კოსმოსური სააგენტოს კომუნიკაციების ადმინისტრატორი.

NASA+ ორიგინალურ ვიდეოებსა და კოსმოსთან დაკავშირებული კონტენტის სიმრავლეს გთავაზობს, ახალი ორიგინალური სერიების ჩათვლით. აქვე აღსანიშნავია, რომ ამ ყველაფერზე წვდომის მისაღებად ფასიანი გამოწერა არ არის საჭირო და არც დაუსრულებელი რეკლამები შეგაწუხებთ…

ვინაიდან ეს არის ბეტა ვერსია, NASA-ში აღნიშნავენ, რომ ის იმუშავებს გაუმჯობესებებზე და მომავალ განახლებებზე.

როგორ შეღება Warner Bros.-ის კამპანიამ მსოფლიო ვარდისფრად?

როგორ მოვემზადოთ ფიჩინგისთვის ეფექტურად