in

NASA-ს ერთწლიანი სიმულაცია — როგორი იქნება მარსზე ცხოვრება?

როგორი იქნება ადამიანებისთვის მარსზე ცხოვრება? ამ კითხვაზე ყველას თავისი პასუხი აქვს და ბევრი საინტერესო იდეაც არსებობს, თუმცა მხოლოდ ჩვენს წარმოსახვებში. NASA კი 3D ბეჭდვის ტექნიკით, ამ იდეების რეალობაში გადმოტანას ცდილობს. 

M2
M2

იდეის განხორციელება არქიტექტორთა ჯგუფმა Bjarke Ingels Group (BIG) დაიწყო. საცხოვრებელი, რომელსაც Mars Dune Alpha-ს სახელით ვიცნობთ, საშუალებას გვაძლევს, წარმოვიდგინოთ, როგორ იცხოვრებენ ადამიანები წითელ პლანეტაზე 

სამშენებლო ტექნოლოგიური კომპანია ICON, ჯონსონის კოსმოსურ ცენტრში, ამ სტრუქტურების სატესტო ვერსიების დამზადებას იწყებს. 1700 კვადრატული ფუტის კონსტრუქცია, NASA-ს კოსმოსური ტექნოლოგიების მისიის დირექტორატის (STMD), როგორც ეკიპაჟის ჯანმრთელობისა და ეფექტურობის კვლევის (CHAPEA) ნაწილის, წარმატება იქნება.

იდეა მარსზე ცხოვრების ერთწლიან სიმულაციას მოიცავს, რომელიც 2022 წლის შემოდგომაზე დაიწყება. მონაწილეები რეალობასთან ახლოს მდგომ სიტუაციებს გამოცდიან. ეს მოიცავს ლიმიტირებულ აღჭურვილობას, კომუნიკაციის შეფერხებებს, მიზანმიმართულად შეზღუდულ რესურსებსა და სხვა საკითხებს. 

Mars Dune Alpha-ს ორგანიზაციაში კერძო საცხოვრებელი ოთახები, სამუშაო სივრცეები, საერთო საცხოვრებელი ადგილი, სამედიცინო და კვების სადგურები მოეწყობა. მეტიც, ჭერის სიმაღლეებიც კი განსხვავებული იქნება, დიდი თაღის დიზაინით, რომელიც სივრცის უნიკალური უბნებისთვის შეიქმნა. 

მსგავსი სიმულაცია და 2-წლიანი საცდელი გაშვება მარსზე ასტრონავტებს ნამდვილი მოგზაურობის დაგეგმვაში დაეხმარებათ. NASA კი გაიგებს,  რა დასჭირდებათ მათ, ხანგრძლივი საძიებო მისიების დროს. ამბობენ, რომ ამან, შესაძლოა, საფუძველი ჩაუყაროს ახალ მარსიანულ ხალხურ ენას. ჩვენ კი Mars Dune Alpha-ს დახმარებით, მრავალპლანეტარულ არსებებს ერთი ნაბიჯით მივუახლოვდებით. 

საინტერესოა, რომ Mars Dune Alpha არ არის ერთადერთი პროექტი, რომელზეც NASA-სთვის, BIG და ICON მუშაობენ. პროექტით Olympus, ისინი ცდილობენ, გაიგონ, როგორ გამოიყენონ 3D ბეჭდვის ტექნიკა მთვარეზე, მხოლოდ იქ ნაპოვნი მასალების დახმარებით.

კვლევა — ეგზოპლანეტას დედამიწის მსგავსი ატმოსფერო აქვს

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე – წაიკითხე ავტორებთან ერთად და მიიღე წიგნი საჩუქრად