ბოლო წლების განმავლობაში NASA-მ ისეთი კონცეფციების შემუშავება დაიწყო, რომელთა გამოყენებაც ერთ დღეს სხვა პლანეტებზე იქნება შესაძლებელი. ამჯერად სააგენტომ გველის მსგავსი რობოტის იდეა წარადგინა, რაც ტიპური ბორბლებიანი ან ანამორფული მოწყობილობების ალტერნატიულ ვერსიას წარმოადგენს.
სისტემა, რომელსაც Exobiology Extant Life Surveyor (EELS)-ს უწოდებენ, მობილურ პლატფორმას წარმოადგენს. ამ უკანასკნელს კი სხვადასხვა რელიეფზე გადაადგილება და შორეული დანიშნულების ადგილების შესწავლა შეუძლია — თანაც, იმ მახასიათებლებით, თუ რამდენად გამოდგება საცხოვრებლად და რა ნივთიერებებს შეიცავს ნიადაგი (მათ შორის ყინულოვანი).

კოსმოსური სააგენტოს თანახმად, ეს თვითმავალი რობოტი მრავალი სეგმენტისგან შედგება და სხვადასხვა მექანიზმს მოიცავს. თავის მხრივ, ამ ყველაფრის საშუალებით, რობოტს შეუძლია, მბრუნავი მამოძრავებელი სისტემა გამოიყენოს — სხვა სიტყვებით, საჭიროების მიხედვით შეცვალოს ზედაპირზე მოძრაობის ფორმა. ასე შეაღწევს ხვრელებში, ნაპრალებში და ყველა სივრცემდე მიაღწიოს, როგორც წყალში, ისე ქვიშიან და კლდოვან გარემოებში.

მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ კიდევ არ არის კოსმოსურ სივრცეში გაგზავნილი, EELS ატაბაკას მყინვარსა და ვულკანურ სივრცეში გამოსცადეს. რეალურად, ექსტრემალურ პირობებში ამ გზით გაზომეს რობოტის მდგრადობა და მისი ნავიგაციის შესაძლებლობები.

მომავალში, ინოვაციის მიღმა მყოფი გუნდი იმედოვნებს, რომ რობოტს მარსის ნაპრალების შესასწავლად გამოიყენებენ.












